პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი „რუსთავი-2-ის“ საქმეზე: დავის საგნის მთლიანად ამოწურვის დღეს, ჩვენ მივიღეთ ოპოზიციის, პარტიული მედიებისა და არასამთავრობო სექტორის სრული დუმილი

„სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელების სარჩელი არ ჩათვალა განხილვისთვის დასაშვებად. ამით ეს საქმე საბოლოოდ დასრულდა და 2019 წლის 18 ივლისის ვერდიქტი გახდა საბოლოო“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში.

კახა კალაძე: 14 დეკემბრის აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს გასცდა და ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა

დედაქალაქის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს 14 დეკემბერს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 
ლევან დავითაშვილი: ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ, მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ

„ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ“,-  ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

დავით ზალკალიანი: დასახული მიზნების განსახორციელებლად ევროპული პერსპექტივა გვჭირდება 

ცნობილი ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.

დავით ზალკალიანმა მოსკოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში მოსკოვს მოუწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ. 

დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ

დამოუკიდებელი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

ომბუდსმენი: უზენაესის მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უნდა დაუჭირონ მხარი, რომელთა კეთილსინდისიერებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომელთა კეთილსინდისირებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე აირჩიეს

80 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე აირჩიეს. 

ლაშა ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას

სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მექსიკაში საქართველოს ელჩი იუკატანის შტატის გუბერნატორს შეხვდა

იუკატანის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მექსიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა შტატის გუბერნატორთან მაურისიო ვილა დოსალთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

საქართველოს ელჩი ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან სიგიტას ლეონავიჩიუსთან და პალატის წევრებთან შეხვედრა გამართა. 

 

გიგა ბოკერია: სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში დროზე მოიხადოს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. 

ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პირდაპირი შეურაცხყოფაა ამ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუტზე 

"არმიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, არის მასზე შეტევა და სახელმწიფო ინსტიტუციონალური ფუნდამენტის გამოთხრა", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი და არც ექნება. 

გიორგი გახარია: ქართული ჯარის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ

„ჩვენ, ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ ქართული ჯარის წინაშე. ასევე ქედი უნდა მოვიხაროთ მათი გმირობის წინაშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი: მთის შვილებმა ღირსეულად უნდა შეძლონ მთაში ცხოვრება

"მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პარლამენტი ხვალ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. 

ლაშა ნაცვლიშვილი: პატრიოტიზმი, მით უმეტეს, მჟავე პატრიოტიზმი რომ ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია, ისე კარგად არაფერში ვლინდება, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოჩვენებით ტრანსფორმაციაში

„სენტენცია, რომ პატრიოტიზმი პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია, ისე კარგად არაფერში არ ვლინდება, როგორც ახლა მიხეილ სააკაშვილის მოჩვენებით ტრანსფორმაციაში, როდესაც მართლმორწმუნე ქრისტიანის მანტიაც კი სცადა მოესხა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბიშვილი: იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა საქილიკო ხდება 

"ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით", -ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დიმიტრი ხუნდაძე დაიკავებს 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დიმიტრი ხუნდაძე დაიკავებს. 

 
საფრანგეთის ელჩი: ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ლიდერები არიან 

"ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ერთ-ერთი ლიდერები არიან", - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიაგო კოლასმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის განვითარების შესახებ, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.