კატეგორიები

პოლიტიკა

უმრავლესობის დეპუტატი "ნაცმოძრაობას" მათი მმართველობის დროს ჩადენილ პროვოკაციებს ახსენებს

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სამხედრო მოსამსახურე გია ცერცვაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ დადგმულ მორიგ სპექტაკლს უწოდებს.

უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" ინიცირებულ დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, ოპოზიციის მიერ მორიგ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

დეპუტატი "ნაციონალებს" აფრთხილებს, რომ ხელისუფლების მოღალატეობაზე საუბრისთვის პასუხს აგებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების მოღალატეობაზე საუბარისთვის ისინი პასუხს აგებენ.

უმრავლესობის დეპუტატი "ნაცმოძრაობას" ქვეყნის ინტერესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის ეროვნული ინტერესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ექსკლუზივი
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ამოქმედდება

ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში საბოლოოდ დაამტკიცებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს.

პრეზიდენტის აპარატი ე.წ. ფარულ მოსმენებზე საკანონმდებლო მუშაობაში ჩაერთვება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყველა საკანონმდებლო საშუალების პოზიტიურად გამოყენების მომხრეა, რათა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ყველა კითხვის ნიშანი გაქრეს.

დევნილთა სამინისტრო რეაბილიტაციაზე დაზოგილ თანხებს ახალ მშენებლობებს მოახმარს

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით, ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსება მცირდება, ეს არის რეაბილიტაციები დევნილთა საცხოვრებლებისთვის.

საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტს შევა

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაცია ძალაში გაზაფხულის პირველ თვეს შევა.

საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს მინისტრის მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკაში საქარტველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მრჩეველი არ ჰყავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მას მრჩეველი არ ჰყავს, რაც შეეხება მოადგილეს, მინისტრს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს.

რუსეთი საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხელშეკრულების ასამოქმედებლად მზად არის

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, 2011 წლის პროექტი განიხილეს, რომელიც ქვეყნებს შორის საბაჟო კონტროლს ეხება.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში მისვლას აპირებს

რუსეთთან ურთიერთიობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის  ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში მივიდეს.

პრემიერთან კონსლტაციის შემდეგ გადაწყდება, მივა თუ არა ზურაბ აბაშიძე საქართველოს პარლამენტში

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება, ეწვევა თუ არა ის საქართველოს პარლამენტს.

ომარ ნიშნიანიძე რეგიონული განვითარების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

მე-8 მოწვევის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის მრჩევლად დაინიშნა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ფოტო-ვიდეო რეპორტიორის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამოფენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ფოტონამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.

პარლამენტის სპიკერი პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით მუშაობას საჭიროდ მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიების დაფინანსების მოქმედ წესთან დაკავშირებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონზე მუშაობაა საჭირო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია, რატომ არ გაიზიარა პარლამენტმა შენიშვნები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა საქართველოს პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა უნივერსიტეტზე გადის

საქართველოს პრეზიდენტი თსუ-ის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა უნივერსიტეტზე გადის.

 

პარლამენტის სპიკერის თქმით, ვეტოს დაძლევა არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

 

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია.