პოლიტიკა

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესაძლო გადახედვას სპეკულაციას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს.

ვიზალიბერალიზაციას ხელი დღეს მოეწერება

ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ხელი დღეს მოეწერება.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც დიალოგი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

პრემიერი ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხვალ, ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთის აგრესიას გაუძლოს და განვითარდეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატიისა და ლიბერალური საზოგადოების ღირებულებებით საქართველოს შეუძლია რუსეთის აგრესიას გაუძლოს და განვითარდეს.

მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა

ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველო მზად არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ყველა სარგებელი გაუზიაროს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრებენ. ხვალ კი, მესამე მოსმენით, სესიაზე, დეპუტატები კანონპროექტს საბოლოოდ უყრიან კენჭს.

საკონსტიტუციო კომისია მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის

საკონსტიტუციო კომისია დღეიდან მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის. იწყება კონსულტაციების მეორე რაუნდი, რომლის საფუძველზეც ის ძირითადი ცვლილებები უნდა გამოიკვეთოს, რომელიც საბოლოოდ კონსტიტუციაში შევა.

შსს შოკოლადის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მასმედიის საშუალებების მიერ სამინისტროს მოსამსახურეებისთვის საჭირო კვების პროდუქტების შესყიდვისათვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ყაზახეთში აჭარის საინვესტიციო-ტურისტული ფორუმი გაიხსნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში აჭარის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს საინვესტიციო ფორუმი "Visit Ajara /Invest in Ajara" გაიხსნა.

პრემიერის თქმით, დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება.

პრემიერი მიიჩნევს, რომ თითოეული მოქალაქე ზედმიწევნით დაიცავს უვიზო რეჟიმის პირობებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო რეჟიმის პირობებს.

ევროკომისარ ავრამოპულოსის თქმით, საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის

ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე მარტო  არ არის.

უვიზო მიმოსვლის რეგულაცია დამტკიცდა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ევროსაბჭოს დღევანდელ საბოლოო გადაწყვეტილებას ხელი პირველ მარტს მოეწერება

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპულ საბჭოში დღეს მიიღებენ.

საპატრიარქოში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა

საქართველოს საპატრიარქოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მარტის ბოლოდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით შენგენის ქვეყნებთან მარტის ბოლოდან ისარგებლებენ. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან შეხვედრაზე აღინიშნა.

საქართველოს პრემიერი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.