პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა.

უკრაინაში საქართველოს ელჩი დაკავებული გია ცერცვაძის მეუღლეს და ადვოკატს ხვდება
უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება კიევში დაკავებულ გია ცერცვაძის მეუღლეს და მის ადვოკატს ხვდება. "პირველს" აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სოფო კილაძე ბავშვთა უფლებათა კომიტეტის სესიაზე მოხსენებით წარსდგა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბავშვთა უფლებათა კომიტეტის სესიაზე მოხსენებით წარსდგა.

ზაზა გაბუნია ანა დოლიძის განცხადებას მიესალმება

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია მიესალმება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

ზაზა გაბუნია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სტუდენტებს ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ზაზა გაბუნია პარლამენტში სტუდენტები მიიღო და მათთან საკონსტიტუციო ცვლილებების საჭუროების საკითხი განიხილა.


ირმა ინაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ირმა ინაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს, ნიკოლაოს პიპერიღოსს შეხვდა.

გაერო შეშფოთებულია მდინარე ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვით

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილ სკოტი მდინარე ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვით შეშფოთებულია და მოუწოდა მხარეებს უზრუნველყონ აფხაზეთის მოსახლეობის უფლებების დაცვა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველის უფლებები დაცული იქნება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველის გია ცერცვაძის უფლებები კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხი განიხილეს
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხი, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.
2017 წელს თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო მოედანი მოეწყობა
თბილისს, 2017 წელს, რაგბის თანამედროვე სტანდარტების ახალი სავარჯიშო მოედანი ექნება. რაგბის მოედანი ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში 120X75 კვ/მ-ფართობზე განთავსდება.  
"100 მედეგი ქალაქის" ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
როკფელერის ფონდის მიერ შექმნილი "100 მედეგი ქალაქის" ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. 
საქართველოს პრემიერის მრჩეველი და საქართველოს ელჩი აშშ-ის სენატორს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აშშ-ის სენატორს ლინდსი გრემს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერმა ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბას თალებიფართან.

პრეზიდენტი წლიური მოხსენებით პარლამენტში, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში წარსდგება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით თებერვლის ნაცვლად, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში წარსდგება.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მალე მიიღებს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლას უახლოეს ხანში მიიღებს.

მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაში.

მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს, რომ გია ცერცვაძის დაკავების შესახებ განცხადება მიიღეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს დაადასტურა, რომ 16 იანვარს უკრაინიდან მიიღეს განცხადება გია ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თორბიორნ იაგლანდი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა.

ევროპის სოციალისტური პარტია სახალხო პარტიის პრეზიდენტის კვირიკაშვილისადმი მოწოდებას ემიჯნება

ევროპის სოციალისტური პარტია,  ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მოწოდებას არ ეთანხმება.