„საკუთრების უფლების წართმევა წინა ხელისუფლების მკაფიო ხელწერა იყო“, - ასე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი.
პოლიტიკა
„ნაციონალური პროპაგანდისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის სიმართლე. მათი მთავარი საფრთხე საქართველოს წარმატებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება.
"საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა", -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების", - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი და არც ექნება.
"ალბათ სათქმელი სათანადოდ ვერ გამოხატა", - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადებას.
"ჯარი და ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე, ამიტომ მინდა ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.
"ქართველი სამხედროები ავღანეთში ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ასე რომ თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით",- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები, გააჩნია, მასთან არიან თუ არა, ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, ვინც ახლა მახსენდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
"ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები"- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.
"წავიდეს და მოშორდეს თანამდებობას", - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
"ეს არის მავნებლობა", - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარღი და არც ექნება.
"ვინ უთხრა რომ ჯარი არ გვყავს, სად გაუჩნდა ეს აზრი და როდის აღმოაჩინა", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი და არც ექნება.
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, მომავალ წელს 4 პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შშმ პირთა უფლებები.
გვიან ღამით პარლამენტის წინ უცნობ მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ექსპერტებმა ქართულ მართლმსაჯულებას ნაგავში გადაუძახეს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები. ეს არახალია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ესაა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ წლების განმავლობაში და არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია. ახლაც ანალოგიური მეთოდებით ეცადნენ, რომ დეზინფორმაციის საშუალებით გარკვეული აზრი შეექმნათ, მაგრამ როგორც ბევრჯერ, ისე ახლაც, აბსოლუტურად წარუმატებელი იყო მათი მცდელობა“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.