პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში, უმრაველესობას შორის დაპირისპირება საარჩევნო სისტემაზე მსჯელობას მოჰყვა.
პოლიტიკა
„მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.
„მე ვარ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და ამაყი ვარ ამით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ოთარ რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პარტიებისა და მედიების დაფუძნება ვერ იქნება ინდულგენცია“, - ასე გამოეხმაურა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიასა და ოპოზიციის ლიდერების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.
პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო თემატიკის საკითხები და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმდინარეობა მიმოიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრაზე.
„მოკლედ, ვერ მოიწყენ ამ კრეტინიზმის შემხედვარე“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი სოსო მანჯავიძე.
2019 წლის 4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ეწვევა ქ. ბრატისლავას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დღევანდელ პოსტს გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ რევოლუციური სცენარისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა.
ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, დუბლინში აკრედიტებულ უკრაინისა და მოლდოვის საელჩოებთან ერთად, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, ხელისუფლების დამხობა.
„რა რისკები აქვს პროპორციულ სისტემას ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რატომ მაჟორიტარული სისტემა“, - ამ თემაზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ ისაუბრა.
„საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ასევე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში არდაშვებას გულისხმობს მანამ, სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიის პრინციპების ერთგული.
საპარლამენტო ოპოზიციამ ახალ საარჩევნო მოდელზე კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა.
"მიუღებელია დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითუმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც წლების განმავლობაში ამ მეთოდებით გვემუქრება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე საპროტესტო აქციების შეფასებისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.