პოლიტიკა

ნინო გოგუაძემ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უმცირესობების ენების შესახებ ისაუბრა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპაში რეგიონული ან უმცირესობების ენების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელა. 

ეკა ბესელია ევროსასამართლოში ერთ-ერთი ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.

საჯად კარიმის თქმით, ევროკავშირში მოხარულნი არიან, რომ მაგიდებზე ქართულ პროდუქტს ხედავენ

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში გაიმართა  განხილვა ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს,მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე.

პრემიერის თქმით, საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია დიდ პრობლემას წარმოადგენს

“ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას, რომელთანაც გამკლავება გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით".

 

გიორგი კვირიკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას საქართველო მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას საქართველო მხარს არ დაუჭერს.

ნაცვლიშვილი: საკუთარი გუნდის გადამგდებ მარგველაშვილს ბიზნესი არჩევნებისთვის ფულს არ მისცემს

ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში არაორაზროვნად დააანონსებულ საპრეზიდენტო კამპანიას ქართული ბიზნესი არ და ვერ დააფინანსებს, რადგან ის ნდობას არ იმსახურებს.

ნაცვლიშვილი: მარგველაშვილის კანდიდატად დაყენება მხოლოდ ერთ ადამიანს - სააკაშვილს შეუძლია

გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი წარადგენს.

ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტის უკანასკნელი დასაყრდენია საქართველოში

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მიერ ტანდემში წარმოებულ კამპანიაზე საუბრობს.

ნაცვლიშვილის თქმით, მარგველაშვილი შეცდომა იყო და საბოლოო ჯამში მიშას "პლასტელინი" გამოდგა

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილს, ისევე როგორც კოჰაბიტაციას „ქართული ოცნების“  შეცდომად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შეცდომის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისში, ისანში, 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.

თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ღირსეული და უალტერნატივო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა გუნდში ჯერ არ დაუწყია.

საპარლამენტო ასამბლეაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხს გაესმევა ხაზი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს.

 

ვოლსკის თქმით, რუსეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება მისი ოკუპაციისა და აგრესიის გამოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, თუ რუსეთის მიმართ ევროკავშირისა და აშშ-ში დამოკიდებულება ყალიბდება, რომელიც საკმაოდ მკაცრია, ეს განპირობებულია საქართველოს მიმართ რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამო.

თომას ბახი: სპორტისა და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ინიციატივებს მივესალმებით

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შთამბეჭდავად აფასებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია.

ირაკლი კობახიძე აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის განაგრძობს.

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა.

 

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს, ნიგმატილა იულდოშევს შეხვდა.

დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება

დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება და 26 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს დაინიშნა

31 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება. მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.