პოლიტიკა

უმრავლესობის ლიდერი მედიას და მერობის კანდიდატებს ერთიანი დებატების ფორმატისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ საერთო ფორმატზე მედიასაშუალებებს შორის შეთანხმება ვერ მოხდება, დებატებში მონაწილეობას განაგრძობენ ისე, როგორც ადრე.

კახა კალაძე მერობის კანდიდატებთან დებატებისთვის მზად არის

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, მზად არის პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატებთან ერთად იდებატოს, თუ იქნება ისეთი ფორმატი, სადაც ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი შეიკრიბება.

არასამთავრობოები: საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის შეთავაზება გამოსავალს იძლევა

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდისადმი პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა.

პრემიერ-მინისტრი: კონსტიტუცია ძალიან დიდი ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია არის გამსჭვალული კონსენსუსის სულისკვეთებით და არის ძალიან დიდი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე.

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ყველა საჭიროებას ითვალისწინებს

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ყველა საჭიროებას ითვალისწინებს, რომელიც სხვადასხვა უბნის მოსახლეობას აქვს" - აღნიშნული განცხადება ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

"ქართული ოცნების" საბურთალოს კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვეძისის მოსახლეობას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

თბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება

8 ოქტომბერს, თბილისში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართება. სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას ულოცავს

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას ულოცავს.

მერობის კანდიდატის თქმით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და განვითარდება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და უფრო მეტად განვითარდება.

მინისტრის თქმით, ქართველი ხალხი გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში იცხოვრებს

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ქართველი ხალხი იცხოვრებს გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში და უკეთეს ქვეყანაში.  

მინისტრის თქმით, კონსტიტუციის პროექტი პროგრესულია და ევროპულ დემოკრატიას შეესაბამება

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუციის პროექტი პროგრესულია და ევროპულ დემოკრატიას შეესაბამება.

პრემიერ-მინისტრმა გორში შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გორში, შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

დეპუტატის თქმით, საქართველომ პროგრესული და დემოკრატიული კონსტიტუცია შექმნა

ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა პოლიტიკურ სპეკულაციებს და დაადასტურა, რომ საქართველომ პროგრესული და დემოკრატიული კონსტიტუცია შექმნა. 

მინისტრი: ეფექტური მუშაობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს და ირაკლი კობახიძეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნას და კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გუშინ კოპენჰაგენში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა.

რუმინეთში საქართველოს ელჩმა ქვეყნის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა 5 ოქტომბერს, რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანნის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობას ბრიტანელი როჯერ გეილი შეასრულებს

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის გადადგომის შემდეგ, ასაბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვინოაბა უკვე ცნობილია. არგამუნტს ბრიტანელი როჯერ გეილი ჩაანაცვლებს.  

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი წინასაარჩევნო დებატებისთვის მზადაა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საერთო წინასაარჩევნო დებატებისთვის მზადაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს დებატები ყველა არხმა ერთდროულად გააშუქოს, რათა გამოირიცხოს მედიისადმი შერჩევითი მიდგომა.

არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული.