კატეგორიები

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. დელეგაციის წევრები ვაშინგტონში, სენატორ კორი გარდნერს შეხვდნენ.

პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერი დემოკრატიის გზაზე საქართველოს პროგრესს მიესალმება

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორდოს მერი ალან ჟუპე დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერი დემოკრატიის გზაზე საქართველოს პროგრესს მიესალმება

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორდოს მერი ალან ჟუპე დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება.

ანკარა და თეირანი ქურთისტანის წინააღმდეგ, ვაშინგტონი ქურთებს რეფერენდუმის გადადებას სთხოვს

ირანისა და თურქეთის გენშტაბების მეთაურებმა გენერალ–მაიორმა მოჰამად ჰუსეინ ბაკერიმ და არმიის გენერალმა ხულუსი აკარმა წუხილი გამოთქვეს ერაყის ქურთისტანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაძლო ნეგატიური შედეგების გამო.

გურჯაანის მერობის კანდიდატის განცხადებით კარდენახი ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათად იქცევა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი ქ.გურჯაანის ბაზრობის მოვაჭრეებს და სოფელ კარდენახის მოსახლეობას შეხვდა. 

"ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე იქნებიან

„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე  იქნებიან.

"ქართულმა ოცნებამ" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თემურ გორგაძე  წარადგინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კრწანისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარუდგინა. 

კონგრესმენი რიკ ლარსენი საქართველოში გატარებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკელი კონგრესმენის რიკ ლარსენის განცხადებით, მტკიცე მხარდაჭრას უცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს.

„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში მერობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კახა კალაძის საარჩევნო სლოგანით ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს

ქართველმა სპორტსმენებმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მხარდაჭერის ნიშნად, მისი საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს.  

ქართველი დეპუტატები ვაშინგტონში კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდა.

"მრავალეროვანი საქართველო" დისკრიმინაციული ინიციატივის წინააღმდეგ

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ეხმაურება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის" წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივას, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ძინ ჭაოს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას.

ნუ იქნები ნეიტრალური! იყავი შენი ქვეყნის არჩევნების დამკვირვებელი!

„ვაკვირდები“ - ამ დასახელებით არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებზე დაკვირვების საზოგადოებრივი კამპანია საქართველოში დაიწყო.

პოლოლიკაშვილი: გამოჩნდა, რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ახლად არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი არჩევა საქართველოს გამარჯვებაა.

პრეზიდენტი ოპოზიციურ ძალებთან კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებს განიხილავს

პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებს დღეს დეტალურად განიხილავენ. ოპოზიციურ სპექტრს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მეორედ შეხვდებიან.

დეპუტატები წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდნენ

აშშ-ში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის სპიკერის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.

ოპონენტის მოწოდების მიუხედავად, პეტრიაშვილი საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, დავით ოქიტაშვილი მისთვის ავტორიტეტული ფიგურა არ არის და მის მოწოდებას არ გაითვალისწინებს. შესაბამისად, არ გადადგება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენებს პიტერ როსკამსა და დევიდ პრაისს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში, კონგრესმენებს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული "დემოკრატიის პარტნიორობის პალატის" თავმჯდომარეს პიტერ როსკამს და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს დევიდ პრაისს შეხვდა.