პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა
კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პარასკევს გამართულ პირველ სხდომაზე.
პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვირიკაშვილის დანიშვნის განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი პარასკევს წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სამთავრობო უწყებების თანამშრომლობის საკითხები განიხილა პრეზიდენტმა პარლამენტის სპიკერთან და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე.

პარლამენტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია
თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, სერგი კაპანაძე და ილია ნაკაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად დეპუტატებმა პირველ სხდომაზე პარასკევს აირჩიეს.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 118 ხმით აირჩიეს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ 118 ხმით სამის წინააღმდეგ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე აირჩიეს.

საქართველოს პრემიერი პირობას დებს, რომ "ქართული ოცნება" კონსტრუქციული იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ პარტია "ქართული ოცნება" მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში, პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა.
ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობას გაეცნობა

ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში, ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრება და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გაეცნობა.

ირაკლი კობახიძეს უმთავრეს ამოცანად პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ესახება

პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ესახება უმთავრეს ამოცანად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს. ამის შესახებ მან პარასკევს ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტში შესული "მრეწველების" ერთადერთი დეპუტატი ფრაქციას უხელმძღვანელებს

ხაშურის მაჟორიტარი-დეპუტატი პარტია "მრეწველების" წევრი სიმონ ნოზაძე პარლამენტში ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია ნოზაძემ "პირველს" დაუდასტურა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება დეპუტატებმა146 ხმით არცერთის წინააღმდეგ ცნეს

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება ცნეს დეპუტატებმა 146 ხმით არცერთის წინააღმდეგ ქუთაისში, პარასკევს გამართულ პირველ სხდომაზე.

ახალმა პარლამენტმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო
ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დადეს საკანონმდებლო ორგანოში მეცხრე მოწვევის დეპუტატებმა. 
საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ახალ პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ახალ პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა, სადაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება.

პრეზიდენტის მიმართ პირველი კრიტიკული განცხადება პარლამენტიდან სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა

ემიგრანტების გამორჩენა, მეცხრე მოწვევის პარლამეტის პირველ სესიაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში, დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელია.

პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა პარასკევს, ქუთაისში მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე. 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგია შესაცვლელია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად ევროკავშირის მისიის მოწვევისაკენ მოუწოდებს.

დეპუტატებმა სანდრა რულოვსმა და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის პირველი სხდომა გააცდინეს

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 150 დეპუტატიდან ორმა - სანდრა რულოვსმა და გია ჟორჟოლიანმა გააცდინეს.

პრეზიდენტი პარტიებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარტიებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.

პრეზიდენტის ფონდი პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურებას დააფინანსებს

პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურებას მათი უფლებების აღსადგენად სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 


ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიიჩნევს

საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიიჩნევს ცესკო-ს თავმაჯდომარე. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახნაზე განაცხადა

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია რჩება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება რჩება.