პოლიტიკა

დეპუტატებმა სანდრა რულოვსმა და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის პირველი სხდომა გააცდინეს

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 150 დეპუტატიდან ორმა - სანდრა რულოვსმა და გია ჟორჟოლიანმა გააცდინეს.

პრეზიდენტი პარტიებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარტიებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.

პრეზიდენტის ფონდი პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურებას დააფინანსებს

პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურებას მათი უფლებების აღსადგენად სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 


ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიიჩნევს

საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიიჩნევს ცესკო-ს თავმაჯდომარე. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახნაზე განაცხადა

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია რჩება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება რჩება.

პრეზიდენტი მთავრობას ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად თამამი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და არაორდინალური ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს. 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მედიის დაცვის უფრო მყარი გარანტიები უნდა შეიქმნას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები.

პრეზიდენტმა ახალ პარლამენტს თანამშრომლობის კონსტრუქციული რეჟიმი შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს თანამშრომლობისა და დიალოგის კონსტრუქციული რეჟიმი შესთავაზა პარასკევს, პირველ სხდომაზე ქუთაისში.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე მორგებული არ უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა.

ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა
მეცხე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში 12:15 საათზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის
საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გახსნის. 
სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში მისი მუშაობა ნაყოფიერი იქნება
ნაყოფიერი მუშაობის მოლოდინით შევიდა ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებლად საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. 
პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვალიფიციური იურისტია
პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პირველი მოადგილეობის კანდიდატი თამარ ჩუგოშვილი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე იყო. მან არასამთავრობო სექტორიდან მთავრობაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ გადაინაცვლა. 
მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში დამტკიცდება
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება. ამის შესახებ ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძებ პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა. 
საარჩევნო კანონმდებლობის ძირეულად შეცვლა "პატრიოტთა ალიანსის" პრიორიტეტია

საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილებების იდეით მივიდა პარლამენტის შენობაში პირველ სხდომაზე დასასწრებლად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.

პარლამენტს ხანმოკლე პოლიტიკური გამოცდილების და სოლიდური განათლების მქონე თავმჯდომარე ეყოლება

პარლამენტის მომავალ თავმჯდომარე 38 წლის ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე პარასკევს დაამტკიცებს, წინამორბედზე ნაკლები პოლიტიკური გამოცდილება აქვს.

მეცხრე მოწვევის დეპუტატები ქუთაისში პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან

პარლამენტში "ქართიული ოცნება-დემკრატიული საქართველოს" გუნდის წევრები დილიდან იკრიბებიან - ოპოზიცია შეკრებას არ ჩქარობს.

მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის "ხავერდოვანი რევოლუციის" 27 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა. 
პრეზიდენტი თანამშრომლობის ახალ ფორმატს შესთავაზებს პარლამენტს

დეპუტატებთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე ისაუბრებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარასკევს ახალარჩეულ პარლამენტის პირველ სხდომაზე. 


სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უკვე ყოფილ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატო-სა და ევროკავშირთან დასაახლოვებლად ერთობლივად გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და კოლეგებს მადლობას უხდის.