"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან ხმაური და დაპირისპირება იყო.
პოლიტიკა
"საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ მათი მიღებისთვის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის".
მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის ვერ იქნება დაპირისპირების ადგილი, ეს არის ქალაქი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ახალ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს.
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩთან მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფასთან ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული გეგმაა, საზოგადოებაშ დაპირისპირება მოხდეს.
"რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ და თქვენც, ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ნუ დაეხმარებით იმ განცდის შექმნას, რასაც ოპოზიცია ცდილობს, რომ თითქოს საქმე გვაქვს მასობრივ პროტესტთან", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
საქართელოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც ADB-იმ საქართველოს ურბანული გარემოს გაუმჯობესების სამუშაოების დასაწყებად 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე პროცესებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.
„აქციაზე ორჯერ წაყლს თუ მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, ახლა ვცდილობთ წყალი გავათბოთ“, - ამის შესახებ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იმ განცხადებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც აქციის დაშლა ძალადობრივი მეთოდებით მიმდინარეობს.
"სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ პროცესში, ქუჩაში, ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო უხერხულობას გრძნობენ.
"სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ორი მხარე და არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება",- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე აქციებს.
"ძალადობის გამოხატულება ყოველთვის ცუდის ნიშანია, რაც სერიოზულ და სათანადო მიდგომას საჭიროებს",- ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე აქციებს და დაპირისპირებებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
ახალ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმმადგენელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მიმდინარე აქციების და დაპირისპირებების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა პარიზში, საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიმიტრი ამილახვარის დიალოგის პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია სახალხო დამცველს პოლიტიკურ თანამოაზრედ მიიჩენევენ.