პოლიტიკა

უმრავლესობის ლიდერი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს თბილისის ექს–მერის განცხადებებს

უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საპატიმროდან გათავისუფლებული გიგი უგულავას განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციად აღიქვამს.

ისრაელის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, 9 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი პირველ ლედისთან ერთად საქართველოს ეწვევა.  

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი დირექტორი ვერ აირჩიეს
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა პირველ ტურში ვერ გამოვლინდა. განმეორებითი კენჭისყრა ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილს შორის გაიმართება.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ საქართველომ ეკონომიკური განვითარების რეალობად გადაქცევა უნდა შეძლოს

კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლონკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ეკონომიკური განვითარების და რეფორმების წარმატების ისტორიის რეალობად გადაქცევა საქართველოს მოქალაქეთათვის.

ამერიკელ პოლიტოლოგს საქართველოს მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა სურს
კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა აუცილებელია. 
ლინკოლნ მიტჩელი ამერიკელი სენატორების ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვან მხარდაჭერად აფასებს

კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის ლინკოლნ მიტჩელის თქმით, სამი ამერიკელი სენატორის საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცის დადასტურება.

"საქართველოს ამერიკელი მეგობრები „ნაცმოძრაობის“ მცდარ განცხადებებს ვეღარ გაიმეორებენ "

კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ შთამბეჭდავია საქართველოს პრემიერის ძალისხმევა ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა. სულხანიშვილმა თანამდებობა ოჯახური მიზეზის გამო დატოვა.

ჩინეთის ეკონომიკურ მოვლენათა სიაში საქართველოს დასახელება, ქვენის მნიშვნელობაზე მიუთითებს
ჩინეთის 2016 წლის ძირითად ეკონომიკური მოვლენათა შორის საქართველოსთან "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ"  შეთანხმების ათეულში მოხვდას პარლამენტის უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა დადებითად აფასებს. 
საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება ათიდან მერვე ადგილზე მოხვდა
საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა.
ქვეყანაში ტურისტების რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს

„ქართული ოცნების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოში ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რაც 2017 წელსაც გაგრძელდება.

ტურისტების რაოდენობის ზრდას დეპუტატი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად აფასებს
დეპუტატი კახა კუჭავა საქართველოში ტურიზმის გაზრდილ მაჩვენებლს მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ტურიზმის სააგენტოს და მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია. 
ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემის და ემი კლობუშარის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

ამერიკელი სენატორი საქართველოს გამთლიანების იმედს გამოთქვამს
სენატორი ჯონ მაკკეინი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კვლავ გამთლიანდება და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.
პრეზიდენტმა და ამერიკელმა სენატორებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა. აუდიენციაზე საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.
პრემიერი ამერიკელ სენატორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მყოფ ამერიკელ სენატორებს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სენატორი მაკკეინი მიიჩნევს, რომ ინოვაციური პროექტებით საფუძველი ეყრება ეკონომიკის მომავალს
თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები  ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და  ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. 
სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოსადმი მხარდაჭერა დააფიქსირა
ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა.
აშშ-ს სენატორები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია გორის რაიონის სოფ. ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯონ მაკკეინს, სენატორ ლინდსი გრაჰამს და სენატორ ემი კლობუჩარს შეხვდა.