პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი აშხაბადს ეწვია.გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივით, გაერო-ს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საავტომობილო გზა გადაიკეტება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით

საავტომობილო გზა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო 22:00-დან 00:00 საათის ჩათვლით გადაიკეტება 25 ნოემბერს. 

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მთავრობის საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს

ოკუპაციის თემა აქტიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს შეფასებით,პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია.

გიგი გიგიაძემ საბერძნეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საბერძნეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა საბერძნეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის მთავარ ამოცანად ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მიიჩნევს

ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით მთავრობის მთავარი ამოცანაა, განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, "საქართველოს პატრიოტებთან" გამართულ შეხვედრაზე

გიორგი კვირიკაშვილისთვის რუსულ პროპაგანდაზე "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა მიუღებელია

პრემიერობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილისთვის მიუღებელია "ნაცმოძრაობის" მიერ რუსული პროპაგანდის გაძლიერების მიმართულებით გაკეთებული განცხადებები. კვირიკაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში განაცხადა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ოფიციალური თბილისისთვის ძირითად პრიორიტეტად რჩება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი იქნება კვლავ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ პარასკევს, პარლამენტში.

გიორგი კვირიკაშვილი მედიის თავისუფლებას ხელისუფლების მთავარ ქვაკუთხედად მიიჩნევს

მედიის თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ემყარება ხელისუფლების პოლიტიკა, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარასკევს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრების მიმართ ბრალდებებისთვის სხვა ფორმატი არსებობს
პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე მინისტრობის კანდიდატის მიმართ სამართლებრივი კითხვები არსებობს, ამისთვის შესაბამისი ინსტიტუცია არსებობს. 
გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორ დოლიძის განცხადებას ზედმეტ ემოციურობას აბრალებს

სიმართლისგან ძალიან შორს მდგომად და ზედმეტად ემოციურად შეაფასა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატის ვიქტორ დოლიძის განცხადება "კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით.

გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას აუცილებლად მიიჩნევს

ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის მომდევნო 4 წელიწადში გააქტირებაა საჭირო, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტში, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებთან" გამართულ შეხვედრაზე.

ტექდათვალიერების შემოღება საქართველოს უფრო მეტად მიმზიდველ ქვეყანად აქცევს

საქართველოში ტექდათვალიერების შემოღება ქვეყანას უფრო მეტად მიმზიდველ ქვეყანად აქცევს, განაცხადა პარასკევს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი დაგეგმილ საპენსიო რეფორმას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

საპენსიო რეფორმის გატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი. მომავალმა პრემიერმა ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრაზე განაცხადა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაიხვეწება

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობა რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან დაბალანსებული და პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.
გიორგი კვირიკაშვილი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გაღრმავებას აანონსებს

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, აფხაზებთან და ოსებთან ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, შერიგების მიმართულებით. 

გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში, 26 ნოემბერს.

ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ინვესტიციები განახორციელა საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებას დაესწრო. 

დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ საშინაო ვალი უნდა გაიზარდოს

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმ ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა, რომლითაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს.