პოლიტიკა

“უორდროპის დიალოგი“ სტრატეგიულ ფორმატად იქცა

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა "უორდროპის დიალოგმა“ სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა.

ბრიტანეთმა საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკა დაასახელა

საქართველო შესაძლოა,  ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა გახდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყველაზე მეტი ლტოლვილი საქართველოში ერაყიდან შემოვიდა

საქართველოში ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი, 2000 ადამიანი, ერაყიდან შემოვიდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, განაცხადა დევნილთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა, ხუთშაბათს საკომიტეტო მოსმენაზე.

საქართველო და ბრიტანეთი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ

"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა.

ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვიზალიბერალიზაციის პროცესს

ბრიტანეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერას უცხადებს, განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა ალან დუნკანმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ხუთშაბათის ერთობლივ ბრიფინგზე. 



თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური რჩება

დეპუტატებმა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩიეს, კომიტეტის სხდომაზე. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა 8 ხმა, "პატრიოტთა ალიანსმა" კი, 5 ხმა მიიღო. 

სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" რაიონული ოფისების მუშაობის განახლებას ურჩევს

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის რაიონული ოფისების მუშაობის განახლებისკენ მოუწოდა ხუთშაბათს ფეისბუქზე გავრელებულ განცხადებაში. 

მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს პარლამენტის კომიტეტებში მოუსმენენ
მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ ხუთშბათს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში. დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ. 
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ალან დუნკანი საქართველოს ეწვევა ხუთშაბათს

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეწვევა საქართველოს ხუთშაბათს.  

გენშტაბის ახალმა უფროსმა საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა. დროშის გადაბარების ცერემონია ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა. 


"ნაციონალური მოძრაობა" ვარდების რევოლუციის მე–13 წლისთავს არ აღნიშნავს
"ნაციონალურ მოძრაობაში" ვარდების რევოლუციის მეცამეტე წლისთავს პომპეზური ღონისძიებების გარეშე ხვდება, თუმცა პარტიაში აღნიშნავენ, რომ ისტორია ამ მოვლენას შესაბამისად შეაფასებს. 
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი სამშაბათს, რაც უწყებებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს ითვალისწინებს.

მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, 26 ნოემბერს დაამტკიცებს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს საპარლამენტო კომიტეტები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ. ახალი მთავრობა, სავარაუდოდ 26 ნოემბერს დამტკიცდება საკანონმდებლო ორგანოში.

საქართველოს პრეზიდენტი ახალი მთავრობისგან ეკონომიკურ წინსვლას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მთავრობა ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს სამშაბათს განუცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს გიორგი გახარია უხელმძღვანელებს

ეკონომიკის სამინისტროს გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, განაცხადა სამშაბათს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის თანახმად საქართველო ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმატორი ქვეყანაა

საქართველოს, რეგიონში ყველაზე ღია, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ფინანსთა სამინისტროში უწყების ახალი ხელმძღვანელი საკადრო ცვლილებებს გეგმავს
ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს აანონსებს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი. ამის შესახებ მან, სამშაბათს, მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ განაცხადა.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დასახელდა

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დაასახელა  ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე სამშაბათს, მთავრობის ადმინისტრაციაში,  გიორგი კვირიკაშვილმა. 

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად სამშაბათს, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა. 

მთავრობის ახალ კაბინეტში ვიქტორ დოლიძემ დავით ბაქრაძე შეცვალა

ევროინტეგრაციის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელად "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი წარადგინა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა, სამშაბათს, მთავრობის კანცელარიაში.