პოლიტიკა

კახა კალაძე დედაქალაქის მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა 12 ნოემბერს მოხდა. კახა კალაძე დედაქალაქის მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება

მარტვილის მერობის კანდიდატმა მარტვილელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 93.04% მიიღო.

განათლების მინისტრად, სავარაუდოდ, მარიამ ჯაში დაინიშნება

განათლების მინისტრი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ,  პარლამენტარი მარიამ ჯაში გახდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო არ გაუქმდება

"ქართული ოცნების" დეპუტატის გია გაჩეჩილაძის თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო არ გაუქმდება. დეპუტატმა ამის შესახებ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ცესკო: არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო

ცესკოს 20:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, მონაწილეობა 109 119 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33.24%-ია.

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად პატრიარქს შეხვდა

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის თათბირი მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის წევრები შეიკრიბნენ. განხილვის მთავარი თემა სამთავრობო ცვლილებებია, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომა გაიმართა.

კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრად რჩება

"პირველის" ინფორმაციით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანება არ მოხდება. კახი კახიშვილი ისევ სასჯელაღსრულების მინისტრად რჩება.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება და ეფექტურობის გაზრდა მთავრობის საქმიანობაა.

გიორგი მღებრიშვილის მომავალი თანამდებობა ცნობილია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და კრიზისების მართვის საბჭოში ერთიანდება. ახალ ორგანოს შსს-ს ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი ხვალ 11:00 საათზე ჩაინიშნა

ხვალ, 13 ნოემბერს, მთავრობის მეთაური, გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 13-15 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.

როგორია ამომრჩეველთა აქტივობა ქუთაისში - 17:00 საათის მონაცემები

17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არჩევანი 21 546-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს ადასტურებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს.

დღეიდან ახლადარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილებას შეუდგა

დღეს ქალაქ ბათუმის ყოფილმა და ახლადარჩეულმა მერებმა ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

ბორჯომში 84 წლის მოხუცმა მერობის ორივე კანდიდატი გადახაზა

ბორჯომში მცხოვრებმა, 84 წლის შურა ციცვიძემ საკუთარი ნება N1 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის საშუალებით დააფიქსირა. მან მერობის ორივე კანდიდატი გადახაზა.

კახიანის თქმით, თუ 5 სამინისტრო გაუქმდება, მთავრობას ნდობის გამოცხადება თავიდან დასჭირდება

საპროცედურო საკითხა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ 18 სამინისტროს რაოდენობა 13 სამინისტრომდე შემცირება, მთავრობას ნდობის გამოცხადება თავიდან დასჭირდება.

ქუთაისში, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 18 012 ამომრჩეველი მივიდა

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 18 012-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 11.18%-ია.

მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები იქნება.