განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმში მონაწილეობდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კერძო კოლეჯების მე-4 ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

კერძო კოლეჯების ასოციაციამ და დამსაქმებელთა ასოციაციამ 2 წლის მუშაობის შედეგები და ის გამოწვევები მიმოიხილეს, რომელიც პროფესიული განათლების სფეროს წინაშე, განსაკუთრებით, კერძო კოლეჯების წინაშე დგას.


ასოციაციის ხელმძღვანელებმა თავიანთ მოხსენებებში კერძო კოლეჯებში სტუდენტების შემცირებას მიზეზებზე ისაუბრეს.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია განათლების სფეროს მიმართულებები, მათ შორის, პროფესიული განათლება, რომელსაც მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებული როლი ექნება მინიჭებული არა მხოლოდ 4 წლის განმავლობაში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. „პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რადგან იმ 200 000-ზე მეტი დასაქმებულიდან 80%-ზე მეტი სწორედ პროფესიული განათლების კურსებზე იქნება განსაზღვრული. ჩვენ ძირითადი აქცენტები უნდა გავაკეთოთ როგორც ხელმისაწვდომობაზე, ასევე ხარისხზე და საბოლოო შედეგზე, რომელიც იქნება დასაქმების მაჩვენებლებში ასახული“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 


კომიტეტის თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს დარგის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე ესაუბრა.


მოკლევადიანი გეგმებს შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს და რომელიც გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, მარიამ ჯაშმა საკანონმდებლო ჩიხები დაასახელა. ერთ-ერთ მაგალითად მან მოიყვანა პროფესიული განათლების გაგრძელების შესაძლებლობა უმაღლესი განათლების სისტემებში. „ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი როგორც კი იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად გავმართავთ  საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრებს  და უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად იყოს შეჯერებული ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


რაც შეეხება გრძელვადიან, მეორე ეტაპის ხედვას, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მასში სწორედ ისეთი ძირეული საკითხებია, როგორიცაა დაფინანსების შესაძლებლობები, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხები.  მისი თქმით, ეს თემები ბევრად უფრო სიღრმისეულ განხილვას და ანალიზს მოითხოვს. საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაფინანსების სქემებში განსხვავებულ მიდგომასთან დაკავშირებით მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის  ჯანსაღი კონკურენციის შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელსაც როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობა და შესაბამისი გადაჭრის გზები სჭირდება. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანაბარი პირობების შექმნა საჯარო და კერძო სექტორისთვის, იმ თანაბარი დაფინანსების მოდელების შექმნა, რომელიც რეალურად იქნება დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობა. ჩვენ ვაუჩერების სისტემა ავტომატურად  კი არ უნდა გადმოვიტანოთ, არამედ დაფინანსების ერთიანი პლატფორმა უნდა შევქმნათ, რომელიც სტიმულირებას გააძლიერებს და მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს. ჩვენ მზად ვართ სისტემის გაჯანსაღებისთვის და განვითარებისთვის, რომელიც  უფრო მეტ დასაქმებამდე და უფრო მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობამდე მიგვიყვანს,“- განმარტა მარიამ ჯაშმა. 


 


"მონა ხარ", "ჩახედე პოლიტპატიმრებს თვალებში" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა იწყება, დაპირისპირებაა.

ირაკლი შოთაძე: პარლამენტში ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვისაუბრებ ხედვაზე, რაც გამაჩნია

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ შოთაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ.

ახალციხეში ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თურნავა: ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას

"ბერლინში 2022 წელს ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

უბისა-შორაპანის მშენებელ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS)  მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თურნავა: გერმანიაში ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

"ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ქედა-ხულოს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობაზე თანხმდება

"ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ვითანამშრომლებთ", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხონის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარია

ხონში მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ჭერზე გაჩნდა.

ნიკა მელია: „მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“

„მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ თოქშოუ „პოლიტმეტრში“.

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებით "ოცნების" დამარცხება შესაძლებელია

"ყველაზე მთავარია ოპოზიციამ არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ ერთიანობა შეინარჩუნოს",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"  ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით მათიკაშვილი: ოპონენტები ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ, ეს გასაგებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ.

ალპანა-ცაგერის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

პარლამენტთან მიმდინარე აქცია-პერფორმანსზე სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიის მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ87-კმ126 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.