ექსპერტი ქართულ წარმოებას პრიორიტეტად მიიჩნევს

ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ ქართული წარმოება საქართველოში პრიორიტეტული იყოს და ის უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით არ დაიჩაგროს.

ექსპერტის თქმით, ამ თვალსაზრისით, მას გარკვეული დადებითი სენტიმენტები და ემოციები გააჩნია "ქართული თამბაქოს" წარმოებასთან მიმართებაში და თვლის, რომ უფრო მეტი ყურადღება ამ თვალსაზრისით ქართულ წარმოებაზე უნდა გაკეთდეს.


"ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების ურთიერთობა საქართველოში და მათთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება, იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, აქცენტირება პოლიტიკისა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, ბუნებრივია, უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ ყველაფერი დაგვრჩება უკან, თუ ჩვენი ქართული წარმოების, ქართველი მეწარმეების ინტერესების დაჩრდილვა ან დაკნინება მოხდება.


მაქსიმალურად უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი გარემო ჩამოყალიბებული, რომელიც ინვესტორის ინტერესებზეა მორგებული. ამ შემთხვევაში არ უნდა განვასხვავოთ ქართველი და უცხოელი ინვესტორები. განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის პოლიტიკის სამიზნე ორიენტირად უნდა იქცეს ადგილობრივი წარმოება, ჩვენ თუ არ, ან ვერ შევძელით ადგილობრივი, ქართველი მეწარმეებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ძალიან წუნდებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენის მომტანი იქნება. ასე, რომ მგონია, რომ ქართული, ადგილობრივი წარმოებები, ზოგადად, პოლიტიკის განხორციელების პირობებში არ უნდა დაიჩაგროს. ამ თვალსაზრისით, გარკვეული დადებითი სენტიმენტები და ემოციები მაქვს „ქართული თამბაქოს“ წარმოებასთან მიმართებაში და ვთვლი, რომ უფრო მეტი ყურადღება ამ თვალსაზრისით ჩვენ წარმოებაზე უნდა გაკეთდეს“,- აცხადებს ლევან კალანდაძე.


დღეს, "ქართული თამბაქოს“ თანამშრომლებმა ორი საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ისინი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებებს აპროტესტებდნენ.


საქმე ეხება "ფილიპ მორისსა“ და "ქართული თამბაქოს“ სასამართლო პროცესს, სადაც პირველმა ინსტანციამ "ფილიპ მორისს" "ქართული თამბაქოსთვის" ჯარიმის გადახდა დააკისრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფადი ასლის განცხადებები მოჰყვა, რომელმაც სასამართლო არასწორი გადაწყვეტილების მიღებაშ და კორუფციაში დაადანაშაულა. ფადი ასლიმ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ადგილობრივმა ბიზნესმა უცხოურ ბიზნესებს ფული გამოსძალოს.


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.