რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ზედამხედველობის საკითხზე ისაუბრეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა კომიტეტის კონტროლისა და ზედამხედველობის საკითხების მოსმენას დაეთმო.

ინფორმაცია რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების მიმდინარეობის შესახებ, კომიტეტის წევრებს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა წარუდგინა.


"მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის მხრიდან დიდია ინტერესი გაზიფიცირების ტემპებთან დაკავშირებით, ასევე, დიდი მოლოდინებია პარლამენტში მაჟორიტარების მხრიდან, რომ დამატებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე მოხდება გაზიფიცირების ტემპების გაზრდა. ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ფუნქციებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტმა განახორციელოს საზედამხედველო ფუნქციაც, რაც თავისთავად სამუშაოების მიმდინარეობის ტემპებს გააუმჯობესებს,“ - განაცხადა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა. 


მარიამ ვალიშვილმა გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოებს 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია, 2017 წლის ბოლომდე ვალდებულია საქართველოს მასშტაბით, 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება განახორციელოს.


მომხსენებლის განმარტებით, 2016 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, სამუშაოების დიდი წილი შესრულებულია. ასევე, შემუშავებულია 2017 წელს განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა. გარდა საინვესტიციო ვალდებულებებისა, მაღალია გაზიფიცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე მოთხოვნა და შესაბამისად, 2013 წლიდან, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ხდება ამ ტიპის სამუშაოებისათვის სახსრების გამოყოფა, რის ფარგლებშიც, გაზიფიცირების სამუშაოების წარმოება სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ევალება. 


მინისტრის მოადგილემ ჩატარებული სამუშაოების მოცულობასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროცესის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ გაზიფიცირების ტემპების გათვალისწინებით, ყველაზე აქტიური 2013-2014 წლები იყო, როდესაც დაახლოებით 100 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არსებული ფინანსური რესურსით მოსახლეობის მეტი რაოდენობა მოიცვას.


"სამუშაოების მოცულობა არანაკლებია მომდევნო წლებში და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 20 მილიონი ლარი იხარჯება. თუმცა, არის რეგიონები და სოფლები, რომელთა გაზიფიცირება მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ასეთი პუნქტების შერჩევა გარკვეული კრიტერიუმებით ხდება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 


მომხსენებელმა გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც 2020 წლისათვის 200 ათასი ოჯახის აბონირებას ითვალისწინებს.


"ჩვენ ამ გეგმას მივყვებით და 2017წელი სწორედ ამ პროპორციით არის დაგეგმილი. შესაბამისად გავაგრძელებთ სამუშაოების განხორციელებას მომდევნო წლებშიც, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 2017 წლის შემდეგ მსგავსი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება არ გააჩნია".


მისივე განცხადებით, სხვადასხვა დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროექტირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოებია ჩატარებული, რომელთა მოცულობაც 100 ათას ლარს შეადგენს. კომპანია აპირებს მიმართოს მთავრობას, რომ გარდა უკვე გეგმით გათვალისწინებული დასახლებული პუნტებისა, მოხდეს რიგი სოფლების დამატება, რომელთა გაზიფიცირების სამუშაოები ტენდერების დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებული თანხის ფარგლებში განხორციელდება.


"წლევანდელი, 2017 წლის გეგმა 107 დასახლებული პუნქტში, 25 ათასი აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტიადა სამუშაოების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე მარიამ ვალიშვილმა.


კომპანიის მიერ ჩატარებული და გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმაც მიაწოდეს.


მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა დიდი ნაწილი, კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემატიკას მოიცავდა. კანონმდებლებმა პროექტის განხორციელების პროცესის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და მიზანშეწონილად ჩათვალეს, ამ მიმართულებით, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების ტემპების დაჩქარებისათვის ხელშეწყობისათვის, ბიუჯეტის ასიგნებების გაზრდის თხოვნით მთავრობისთვის მიემართათ, რათა არგუმენტირებული და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მოხდეს დამატებით თანხის გამოყოფა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის.


"ჩვენ ამ პროექტებს არ ვუყურებთ როგორც კომერციულად საინტერესო და საინვესტიციოდ რენტაბელურ პროექტებს. ეს მეტწილად არის სოციალური პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მოქალაქეებს შევუქმნათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. გარდა ამისა, თუკი ჩვენ ვაპირებთ ბიზნესისა და ინვესტიციების დახმარებას, აუცილებლადუნდა შევიყვანოთ გაზი ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა.


დღევანდელ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მასთან დაქვემდებარებული რამდენიმე სტრუქტურის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. "საავტომობილო გზების“, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, "მუნიციპალურიგანვითარების ფონდის“, "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისმოადგილემ, კახაბერ გულედანმა წარუდგინა.


კახაბერ გულედანის განცხადებით, "2016 წელს სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულმა გეგმამ 950 მილიონი ლარი შეადგინა. დაზუსტების შემდგომ კი 967,5 მილიონი ლარით განისაზღვრა. 


მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2016 წელს, პირველად, სამინისტრომ ახალი პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 10 პროცენტიანი ავანსების გაცემის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, რისთვისაც აუცილებელ პირობას კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ავანსის გაცემის აუცილებლობის დეტალურად გაწერილი გეგმა წარმოადგენდა. 


მინისტრის მოადგილემ საანგარიშო პერიოდში სამინისტროს სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.


·        საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 529 მილიონი ლარი


·        მუნიციპალური განვითარების ფონდი - 287 მილიონი ლარი


·        გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია-131 მილიონი ლარი


·        მყარი ნარჩენების მართვის კომპანია -118 მილიონი ლარი


რეგიოული ფონდისთვის 2016 წელს გამოყოფილი იყო 174, 9 მილიონი ლარი, საიდანაც მუნიციპალიტეტების საკასო ათვისებამ 162 მილიონი ლარი შეადგინა.


მინისტრის მოადგილემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიმართულებით, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებიც წარუდგინა. მისი ინფორმაციით, პირველი კვარტლის გეგმის შესრულების მაჩვენებელი 105%-ია. რაც მისივე განცხადებით, ბოლო ექვსი წლის მონაცემთა გათვალისწინებით, პირველად დაფიქსირდა.


კახაბერ გულედანმა თითოეული მხარჯავი სუბიექტის მიერ 2016 წელს განხორციელებული ღონისძიებების, პროექტებისა და ათვისებული სახსრების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა დღესვე მოისმინეს ანგარიში რეგიონული ფონდებისა და "მთის განვითარების ფონდის" განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა.


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.