"Wings for Life"-ის დამფუძნებელი თსუ-ში იმყოფებოდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მსოფლიო რბენის "Wings for Life"- ის ფონდის დამფუძნებელთან ჰაინც კინიგადნერის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიო მარათონის კეთილი ნების ელჩები საქართველოში, სტუდენტები.

თსუ-ს რექტორის მოადგილის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, "მსოფლიო მარათონში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალია. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ იმ სამეცნიერო კვლევებსა და ცდებს, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებას. მიხარია, რომ ამ პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული.   ათასამდე უნივერიტეტელმა უკვე დაუჭირა მხარი საკუთარი მონაწილეობით მსოფლიო აქციას.  ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები წელს უკვე მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო მარათონში და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ დაუძლეველი არაფერია".

"მინდა ვთქვა, რომ  ეს პროექტი  ჩვენი ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. World Run – ის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ზურგის ტვინის დაზიანება აქვთ. ეს კი ნიშნავს,რომ პროექტი არის ყველასთვის, რადგან  ამ დაზიანებების 50% ხდება ქუჩაში, ავტო-საგზაო შემთხვევების დროს და მისგან დაზღვეული არავინ ვართ. არავინ იცის ხვალ რა მოხდება. ამიტომ სირბილი ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ჯანმრთელობა, ეს არის, პირველ რიგში, კარგი საქმე და დახმარების გაწევა ამ დაზიანების მქონე ადამიანებისთვის", - აღნიშნა "ings for Life"- ის ფონდის დამფუძნებელმა ჰაინც კინიგადნერმა.

"უკვე მეოთხე წელია, რაც ეს გარბენი არსებობს. წინა სამ მარათონში მივიღე მონაწილეობა და წელსაც ვაპირებ სირბილს. ჩვენ, ჯანმრთელ ხალხს, ვისაც არ გვაქვს ზურგის ტვინის ტრავმა, შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ პროექტში და დავეხმაროთ მათ ვისაც, ზურგის ტვინის დაავადება გააჩნია" , - განაცხადა თსუ სტუდენტმა რატი გელაშვილმა.

 "ეს პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა ხდება.  ამავე დროს, არის შეჯიბრი - საკუთარ თავსაც უმტკიცებ იმას, თუ რამდენ კილომეტრს გაირბენ. ამავე დროს, უმთავრესია რომ ქველმოქმედებას ვეწევით; საკმაოდ დიდ საქმეს ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვეხმარებით განვითარებას, იმ პრობლემის მოგვარებას,  რასაც ჰქვია ზურგის ტვინის დაზიანება", - აღნიშნა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მერაბ დუკაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა და კეთილი ნების ელჩებმა ისაუბრეს მსოფლიო მარათონის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, თითოეული მონაწილის წვლილზე საქველმოქმედო ღონისძიებაში.

"Wings for Life"  წარმოადგენს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო არაკომერციულ ფონდს. ფონდიას მისიაა  ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნების საშუალებების პოვნა. ფონდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაფინანსებთ საერთაშორისო კლასის სამეცნიერო კვლევებს და კლინიკურ ცდებს, რომლებიც მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნებას.


26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ფოთში საპატიო მოქალაქესა და წარჩინებულ მოსწავლეებს გამოავლენენ

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრება.

რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები.

ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

"ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ", - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა.

თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ აშხაბადში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.