"შენ შეგიძლია" სოფელ დავითიანის ბავშვებისთვის ახალ საგანამანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის

საინიციატივო ჯგუფის "შენ შეგიძლიას" ძალისხმევით ლაგოდეხის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა უფრო მდიდარი და ინტერაქტიული გახდება.

ჯგუფი "შენ შეგიძლია" ლაგოდეხელი მოსწავლეებს საგანამანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის


ახალგაზრდების ჯგუფმა ორგანიზაცია "ორბელიანის" იდეების კონკურსში გაიმარჯვა და კომპიუტერული ტექნიკა მოიპოვა, რომელიც დავითიანის საჯარო სკოლას უკვე გადაეცა.


"პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დავითიანში მცხოვრები ბავშვების განათლების ხელშეწყობაა", – განაცხადა საინიციატივო ჯგუფ "შენ შეგიძლიას" წარმომადგენელმა ნინი ჯაფარიძემ.


"გარდა იმისა, რომ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ინგლისური ენის გაკვეთილები უფრო ინტერაქტიული გახდება, დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, მოეწყობა ლიტერატურული საღამოები და შეხვედრები საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, მათ შორის: ჟურნალისტებთან, ფოტოგრაფებთან, მხატვრებთან, პოეტებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, ბავშვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, მისცენ რჩევები და მოტივაცია, შემდგომი განვითარებისთვის", – განაცხადა ჯაფარიძემ.


ნინიმ და მისმა მეგობრებმა მონაწილეობა მიიღეს "ორბელიანის" პროგრამაში, "საქართველო ჩემი სახლია" რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ინიციატივებს და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საქართველოში.


"ორბელიანი საქართველო" ონლაინ პლატფორმა საშუალებას აძლევს ყველა მოტივირებულ, ადამიანს, რომ შეავსოს მარტივი განაცხადი და გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოს საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივები. მნიშვნელოვანია ის, რომ ნინი და მისი მეგობრები მოხალისეობრივად არიან ჩართულნი პროექტში. სწორედ ასეთ აქტიურ ადამიანებს შეუძლით გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ",- განაცხადა ქეთი ხაჩიძემ, ორგანიზაცია "ორბელაინის საქართველოს" დირექტორმა.


დავითიანი პატარა სოფელია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. საინიციატივო ჯგუფ „შენ შეგიძლიას“ პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ პროექტი ამ ადამიანებს ბევრ სიკეთეს მოუტანს, აამაღლებს ბავშვების განათლების დონეს და მისცემს შესაძლებლობას, რომ უკეთესი მომავალი შეიქმნან.


"შენ შეგიძლიას" ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. ერთობლივი ძალისხმევითა და გვერდში დგომით, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი სოფელ დავითიანში უქმე დღეს ჩავიდა, თუმცა, საკმარისი იყო სკოლის ჭიშკართან მანქანა გამოჩენილიყო, რომ ეზო ბავშვებით გაივსო. უამრავი შეკითხვა დაგვისვეს, შეეცადნენ დაგვხმარებოდნენ ტექნიკის საკლასო ოთახამდე მიტანაში, შემდეგ მის გახსნაშიც დაგვეხმარნენ. ძალიან გახარებულები იყვნენ. დავითიანში მცხოვრებ ბავშვებს შემდგომშიც წავახალისებთ", – განაცხადა ჯაფარიძემ.


"ჩვენს სკოლაში სულ 40-მდე მოსწავლეა. დაწყებით კლასებში სწავლა კლას-კომპლექტის სისტემით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი და მესამე კლასის მოსწავლეები ერთად სწავლობენ, მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეები კი – ცალკე. გვაქვს საბაზო კლასები, მე-9 კლასამდე. გვყავს უცხოელი პედაგოგი, რომელიც ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის. ტექნიკა, რომელიც მივიღეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, წაახალისებს და მათი სწავლის მიმდინარეობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. დიდი მადლობა თქვენ, „ორბელიანი საქართველოსა და ნიდერლანდების საელჩოს",- განაცხადა სკოლის დირექტორმა.


საინიციატივო ჯგუფი "შენ შეგიძლია" რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის დატრენინგება, ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენების წახალისება და ხელშეწყობა.


დანიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, აღსანიშნავადსაზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

 

თბილისში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

ხვალ, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით სტეფანწმინდაში გაიმართება

ბოლო სამზადისი მიმდინარეობს "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 26 მაისს, 13:00 საათიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება იმართება.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ფოთში საპატიო მოქალაქესა და წარჩინებულ მოსწავლეებს გამოავლენენ

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრება.

რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები.

ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

"ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ", - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა.

თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ აშხაბადში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.