ქუჩის დანაგვიანებისთვის უკვე 15-მდე ადამიანი დაჯარიმდა

თბილსერვის ჯგუფმა დღეს გარემოს დაბინძურებისთვის 15-მდე ადამიანი დააჯარიმა. ამის შესახებ "პირველს" თბილსერვის ჯფუფის დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ განუცხადა.

ლევან გოგოძის თქმით, დღეს უცხოელებიც დაჯარიმდნენ, მათ შორის იორდანიის და თურქეთის მოქალაქეები.


მისივე თქმით, ყველა დაჯარიმებული აღნიშნულ პროცესს გაგებით მოეკიდა და დღემ გაურკვევლობების გარრეშე ჩაიარა.


"დღეს დაჯარიმდა არამარტო იორდანიის მოქალაქე, არამედ დაჯარიმდნენ თურქეთის, ისრაელის მოქალაქეები. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინება და მოქალაქე, უცხოელი იქნება თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სამართალდარღვევა ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც მას ჩაიდენს. ასე რომ განმარტება და ახსნა მოხდა, მოქალაქეები ამას გაგებით შეხვდნენ და არანაირი გაურკვევლობა არ ყოფილა. ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ქუჩა არ უნდა დაანაგვიანოს. ეს გაჟღერდა საინფორმაციო სააგენტოებით, ტელევიზიით და სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა. ჩვენ პირველ ეტაპზე გაფრთხილებით ვიყავით შემოფარგლული. სულ დაჯარიმდა 13 ადამიანი. ძირითადად არის 80-ლარიანი ჯარიმები",- განაცხადა გოგაძემ.


დღეიდან, თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის აჯარიმებენ. შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით - პლანშეტებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები.


ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად: 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით. 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას). ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.


"თბილსერვის ჯგუფის" ინსპექტორები გამაფრთხილებელი აქციის ფარგლებში დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ.


სიახლეები მსგავს თემაზე

პრემიერისთვის დანაგვიანების პრობლემის მოგვარება ღირსების საკითხია

პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში დანაგვიანების პრობლემის მოგვარებას ღირსების საკითხად აფასებს და ერთ-ერთ გზად სანქციების დაწესებას ასახელებს.

აღდგომის დღეებში დანაგვიანებისთვის მკაცრი სანქციები გატარდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან პატრულირებას განახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები.

ფეისბუქგვერდი "ჩეჩნეთი" სპეცოპერაციაზე - მოღალატეს არ აქვს ეროვნება და აუცილებლად დაისჯება

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ფეისბუქგვერდის "ჩეჩნეთი" ადმინისტრატორი წერს, რომ ტერორიზმს არავითარ შემთხვევაში გამართლება არ აქვს და თუ ეჭვმიტანილები ჩეჩნები აღმოჩნდებიან, უნდა დაისაჯონ.

ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს

19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები და ტრაპეზი, შესაწირიდან თანხა გაიტაცეს.

არგენტინული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში შევიდა

ერთი კვირის წინ გაუჩინარებული არგენტინის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ნავში, სადაც 44-წევრიანი ეკიპაჟი იმყოფება, ჟანგბადის მარაგი უკვე იწურება.

პატრიარქი: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას, გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.

აშშ-ში სუტენიორს 472 წელი – ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში კოლორადოს სასამართლომ 31 წლის ბროკ ფრანკლინს, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, 472 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს ვიქტორ სებაუნის და საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი "გეპრატი" შემოვიდა

დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი "გეპრატი" შემოვიდა.

ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე მისაბმელიანი მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ინდოეთში სტუდენტის თვითმკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ინდოეთის უნივერსიტეტში სტუდენტის თვითმკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები იმ ლექტორებს უპირისპირდებიან, რომელთა მხრიდან ბულინგმაც სტუდენტი სუიციდამდე მიიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. გიორგი გახარიას თქმით, ახალი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.

"სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება გადადო

კომპანია "სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო გუშინ დაგეგმილი TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება დროებით გადადო. 

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

სპეცოპერაციით დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო დაეხმარება თუ არა, უცნობია

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება თუ არა საქართველოს საპატრიარქო, ამ ეტაპზე უცნობია.

პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

დღეს გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთში მიბრძანებულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წირვის დაწყებამდე მრევლს თავისი დადგენილება გააცნო. 

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს ური არიელს შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო

ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო.

გუშინდელი გაძვირების შემდეგ ნავთობი ისევ იაფდება

აშშ-ის ნავთობის მარაგების შემცირების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გუშინდელი მაღალი ნახტომის შემდეგ ნავთობზე მსოფლიო ფასები კლების მიმართულებით წავიდა.

თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი იზმირის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას 1tv.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სპეცრაზმელები რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილზე, დაახლოებით, 8 ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა დაათვალიერეს. მათი განცხადებით, გარეგანი დათვალიერების შედეგად, დაახლოებით 8 საცხოვრებელ ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება.