სახლი, რომელშიც ცხოვრობთ, შესაძლოა, თქვენი აღარ არის - თაღლითური სქემა

თბილისში თაღლითური სქემა მოქმედებს, რომლის მსხვერპლს საკუთარ სახლს ისე უყიდიან, რომ თვითონ ამის შესახებ პოსტ ფაქტუმ იგებს.

თაღლითური სქემის პირველი ნაბიჯი გაყალბებული მინდობილობაა, რომლითაც უძრავი ქონება ჯერ იპოთეკით იტვირთება, შემდგომ კი მესამე პირზე იყიდება.


უძრავი ქონების მეპატრონე უსახლკაროდ დარჩენის შესახებ მაშინ იგებს, როცა მას სახლში უცნობი პირი აკითხავს და ეუბნება, რომ ბინა მისია და სთხოვს ფართის გათავისუფლებას.


თაღლითების ჯგუფის მიერ უკვე დაზარალდა საქართველოში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბ.შ.


მოქალაქე ბ.შ-მ 2015 წლის 25 მარტს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე უძრავი ქონება შეიძინა, რომელიც დადგენილი წესით საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. ჩაატარა რემონტი და დღემდე, საქართველოდან გაუსვლელად, ამ ბინაში ცხოვრობს. 2017 წლის თებერვალში მასთან მივიდა მოქალაქე მ. ინასარიძე, რომელმაც განუცხადა, რომ არის ამავე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე და უნდა დაეცალა ბინა. მოქალაქე ბ. შ-მ აღნიშნულისთანავე გამოძახა საპატრულო პოლიცია და სთხოვა ვითარებაში გარკვეულიყვნენ.


რუსეთის მოქალაქემ იმავდროულად მიმართა საჯარო რეესტრს და გამოარკვია შემდეგი: თითქოს, მან, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ აქტაუში მინდობილობა მისცა 2016 წლის სამ მაისს მოქალაქე დ. გრიგოლაშვილს და მიანიჭა მას საცხოვრებელი ბინის გაყიდვის, გაჩუქების, იპოთეკით დატვირთვის უფლება. დაზარალებული ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში, მას საქართველო არ დაუტოვებია.

დ. გრიგოლაშვილმა 2016 წლის 18 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა მიყიდა მ. მარსაგიშვილს 30 000 აშშ დოლარად. მ. მარსაგიშვილმა 2015 წლის აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით გააფორმა მ. ინასარიძესთან, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად და რომლითაც დადასტურებულია, რომ მ. ინასარიძემ მ. მარსაგიშვილისგან 19 000 აშშ დოლარად იყიდა 2017 წლის 25 იანვრამდე გამოსყიდვის უფლებით აღნიშნული ბინა. მ. ინასარიძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულია 2016 წლის 26 აგვისტოს. ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ აღნიშნულ ბინაზე რეგისტრირებულია იპოთეკა, რომლის საფუძველია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. 2016 წლის 30 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულია, რომ იპოთეკის უფლება შეწყვეტილია ბინაზე და რეგისტრირებულია გამოსყიდვის უფლება. 2017 წლის 31 იანვრის ამონაწერით დასტურდება, რომ ბინაზე გამოსყიდვის უფლება გაუქმებულია.


რუსეთის ფედერაციის მოქალაქე "პირველთან" ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი ბინის დაუფლების მიზნით ორგანიზებულად მოქმედებს პირთა ჯგუფი - დ. გრიგოლაშვილი, მ. მარსაგიშვილი და მ. ინასარიძე.


დაზარალებულმა უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით და ამ ეტაპზე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, საქმის განხილვის დასრულებამდე დაყადაღებულია.
თაღლითური სქემის არსებობას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ბინის იპოთეკით დატვირთვა და გაყიდვა ისე მოხდა, რომ აღნიშნულ პირებს ბინა არ უნახავთ, მათ არ აქვთ საცხოვრებელი სახლის გასაღები. ძნელად წარმოსადგენია, იყიდო ისეთი ბინა, რომელიც თვალით არ გინახავს.


დაზარალებული რუსეთის მოქალაქე ამბობს, რომ დ. გრიგოლაშვილს საერთოდ არ იცნობს.
ფაქტთან დაკავშირებით საქმე ძველი თბილისის მე-7 გამყოფილებას გადაეცა, თუმცა რა ეტაპზეა საქმის მიმდინარეობა, უცნობია.


გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობს დაზარალებუილის ადვოკატი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური საქმის კურსში უკვე ჩააყენა.


ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა ფაქტი ერთია, რომ საჯარო რეესტრი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ამოწმებს საკუთრების შესახებ ინფორმაციას და მინდობილობის დოკუმენტის ნამდვილობას.


ადვოკატი ამბობს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები დედაქალაქში უკვე გახშირდა. ის თავდაცვის ერთადერთ ბერკეტად, საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადებას მიიჩნებს, რადგან ბინის მისაკუთრებას თაღლითები მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ.


თაღლითური გზით დაზარალებულთა სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, თაღლითობის მუხლით 212 საქმეა შესული, რომელთა შორის 149 შემთხვევაზე განაჩენია დამდგარი.


საქართველოს რკინიგზას დავით ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა ბახტაძეს დავით ფერაძე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ანტალიის შემდეგ სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ესტუმრა. სერგეი ლავროვმა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისგან "თბილი მოკითხვა" გადასცა.

ავარია მცხეთა-თბილისის გზაზე - არიან დაშავებულები

მცხეთა-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თეთრ სახლში შეღწევის მცდელობისათვის ერთი ადამიანი დააკავეს

ამერიკის პოლიციამ თეთრი სახლის გარე პერიმეტრზე სამართალდამრღვევი დააკავა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის საიდუმლო სამსახურმა გაავრცელა.

მსხვერპლით დასრულებული ქველმოქმედება - მაროკოში მასობრივ ჭყლეტაში 15 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში, ეს-სუვეირას პროვინციაში მდებარე სოფელ სიდი ბოულამალში ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან არაორგანიზებულად გამართული საქველმოქმედო აქცია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიცია ისრაელის პრემიერს დაკითხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს დღეს პოლიციაში დაკითხავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებისგან ძვირდღირებული საჩუქრები მიიღო.

 

 

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა დასრულდა

მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა.

ჩინეთის ელჩი - გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

გიორგი კვირიკაშვილი დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში - ეს განცხადება ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების პრეზენტაციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა.

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციასთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ-ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

23 ნოემბერს პატრიარქი 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ავღანეთისა და უცხო ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმმა ერთად ჩაატარეს. ინფორმაციას "როიტერსზე" დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, "ივენთ ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე  დაესწრნენ.

 

განათლების მინისტრის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი დევიდ ლინჩის Mulholland Drive-ია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამერიკელ რეჟისორს დევიდ ლინჩს შეხვდა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ისეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი, როგორიც ლინჩია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

რუსთავში, ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს

ზიმბაბვეში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ლიდერის პოსტიდან გადააყენა. აღნიშნული თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.

შსს: თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

მიხეილ ჩხენკელი - ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება.