კატეგორიები

სარეიტინგო კომპანია “Fitch-ი“ ქვეყანაში განხორციელებულ ფისკალურ პოლიტიკას პოზიტიურად აფასებს

ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სარეიტინგო კომპანია “Fitch-ის“ მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებს ტონი სტრინგერსა და რიჩარდ ფრენსისს შეხვდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.


“სარეიტინგო კომპანია “Fitch-ის“ მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.


დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიის მმართველ დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომლებმაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა.


“სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ  ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.  შეხვედრისას,  პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად  განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე,  პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო  კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში  ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში,  ფულად გზავნილებში და რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში“, -  აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.


“ჩვენ ძალიან პროდუქტიული  განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით  ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ  ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა “Fitch Ratings-ის“ მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმა. 


შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.  



ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ესპანური მედია ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტვიტერზე, სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკავების ამსახველი ვიდეოც ვრცელდება.

პუშკინის ქუჩაზე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

პუშკინის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები, ერთ-ერთ დაწესებულებაში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილმა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა.

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა ესპანური მედიისთვის ცნობილი გახდა. წინასწარი ინფორმაციით ეს დრის უკაბირია.

პარლამენტის თავმჯდომარე ესპანელ ხალხს უსამძიმრებს

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტის დროს 13 ადამიანი დაიღუპა

ბარსელონაში, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვისა და ათობით ადამიანის დაშავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო Cadena SER. აღნიშნული ინფორმაცია, ამ დრომდე, სხვა მედიასაშუალებების მიერ არ დასტურდება.

პრემიერი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილებმა მძევლები აიყვანეს

ბარსელონას რესტორანში ორი შეიარაღებული პირი შევარდა და მათ, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბარსელონას იმ უბანში, რომელიც ტურისტებით არის დატვირთული, მიკროავტობუსი ხალხს შეეჯახა.

ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით საკონსულოს ცხელ ხაზს აქვეყნებს: +34687661274.
 
 

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

ბათუმში,  ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა.

ტერაქტის ადგილზე ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან (video)

"ქრონიკა" ცოტა ხნის წინ ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ბარსელონაში ტერაქტის ადგილიდან ას მეტრში იმყოფებოდა.

ბარსელონაში ტერაქტია, არიან დაღუპულები

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხითმოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება განადგურებულია

მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია ჭავჭავაძის N82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის მთავრობამ ნებართვა გასცა 8 ხის მოჭრასა და 6 ხის გადარგვის შესახებ.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა

თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

ტექნიკური სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 150 აბონენტს დროებით შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18 აგვისტოს 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში არსებული ე.წ. "ნახალოვკის დასახლების" კერძო სექტორის მოსახლეობას.

ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე შსს-მ რეაგირება მოახდინა 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18 აგვისტოს ანექსირებულ ყირიმს ეწვევა.

მერობის კანდიდატისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტი დაუშვებელია

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს განცხადებით ეხმიანება.

ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.