კატეგორიები

თანხის 35 028 გადამხდელს ჯამში 1 560 811 813,00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 35 028 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 560 811 813,00 ლარი. 

მათ შორის: ა) ნაწილით - 34 386 გადამხდელს 1 556 486 238.00 ლარი, ბ) ნაწილით - 626 გადამხდელს 4 315 263.00 ლარი, გ) ნაწილით - 16 გადამხდელს 10 312.00 ლარი.


აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი; ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი. გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).


შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება. (შენიშვნა: ამ ცვლილებამდე მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ნაწილით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ნაწილით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი).



ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ესპანური მედია ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტვიტერზე, სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკავების ამსახველი ვიდეოც ვრცელდება.

პუშკინის ქუჩაზე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

პუშკინის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები, ერთ-ერთ დაწესებულებაში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილმა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა.

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა ესპანური მედიისთვის ცნობილი გახდა. წინასწარი ინფორმაციით ეს დრის უკაბირია.

პარლამენტის თავმჯდომარე ესპანელ ხალხს უსამძიმრებს

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტის დროს 13 ადამიანი დაიღუპა

ბარსელონაში, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვისა და ათობით ადამიანის დაშავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო Cadena SER. აღნიშნული ინფორმაცია, ამ დრომდე, სხვა მედიასაშუალებების მიერ არ დასტურდება.

პრემიერი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილებმა მძევლები აიყვანეს

ბარსელონას რესტორანში ორი შეიარაღებული პირი შევარდა და მათ, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბარსელონას იმ უბანში, რომელიც ტურისტებით არის დატვირთული, მიკროავტობუსი ხალხს შეეჯახა.

ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით საკონსულოს ცხელ ხაზს აქვეყნებს: +34687661274.
 
 

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

ბათუმში,  ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა.

ტერაქტის ადგილზე ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან (video)

"ქრონიკა" ცოტა ხნის წინ ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ბარსელონაში ტერაქტის ადგილიდან ას მეტრში იმყოფებოდა.

ბარსელონაში ტერაქტია, არიან დაღუპულები

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხითმოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება განადგურებულია

მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია ჭავჭავაძის N82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის მთავრობამ ნებართვა გასცა 8 ხის მოჭრასა და 6 ხის გადარგვის შესახებ.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა

თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

ტექნიკური სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 150 აბონენტს დროებით შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18 აგვისტოს 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში არსებული ე.წ. "ნახალოვკის დასახლების" კერძო სექტორის მოსახლეობას.

ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე შსს-მ რეაგირება მოახდინა 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18 აგვისტოს ანექსირებულ ყირიმს ეწვევა.

მერობის კანდიდატისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტი დაუშვებელია

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს განცხადებით ეხმიანება.

ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.