სწრაფი რომ ხარ, ბევრი ადამიანი გიჩივის - ექსკლუზიური ინტერვიუ დათა ქაჯაიასთან (ვიდეო)

2 აპრილს, რუსთავის ავტოდრომზე, ძარიან ავტომობილებს შორის (TCR International Series) საერთაშორიშო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის პირველი რბოლა გაიმართა.

ქართველი გულშემატკივრის თვალწინ, GE-Force-ს პილოტმა, დათა ქაჯაიამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტორთა გათვალისწინებით, ქართველი მრბოლელისათვის, ბაჰრეინის ეტაპი უიღბლო აღმოჩდნა.


Sarbieli.ge რბოლის დეტალებზე, გუნდში მიმდინარე პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე დათა ქაჯაიას ესაუბრა.


გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, (TCR International Series) პირველი ეტაპის გამარჯვებულ და ევროპის ჩემპიონ დათა ქაჯაიასთან.



- რუსთავის ავტოდრომზე, ქართველი გულშემატკივრის თვალწინ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეთ. როგორი იყო თქვენი ემოციები?


- ძალიან რთული ყოფილა საკუთარ ქვეყანაში ასპარეზობა. ასეთი დონის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა საქართველოში. ყველა დაინტერესებული იყო, ყველას სურდა ჩემი გამარჯვება. მოგეხსენებათ, მარტივი არ არის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება. ეს მხოლოდ პილოტზე არ არის დამოკიდებული, ტექნიკამაც უნდა შეგიწყოს ხელი. ჩემდა საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი გულშემატკივრებისგან და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის.


- რა სირთულეებს აწყდებით რბოლის დროს? რა ფაქტორების გათვალისწინება გიწევთ შეჯიბრებისას?


- ავტოსპორტში ყველა ფაქტორის გათვალისწინება შეუძლებელია. ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას იღებს როგორც პილოტი, ასევე ავტომობილი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ასეთი დატვირთვის ფონზე ყველა დეტალს ვერ გაითვალისწინებ. შეიძლება სრულიად უმნიშვნელო დეტალმა გიმტყუნოს, რომელსაც ვერ წარმოიდგენ. ბაჰრეინში გამართული ეტაპის დროს, ავტომობილში 78 გრადუსს აღწევდა ტემპერატურა. კომბინიზონი, მძიმე ჩაფხუტი, აწეული შუშები. ფიზიკურად უნდა იყო მზად, ასეთ დატვირთვას რომ გაუძლო.



- რატომ გადაწვიტეთ ავტოსპორტით დაკავება? რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება?


- ავტომობილებით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. მიუხედავად ამისა, ცოტა გვიან, 20-21 წლის ასაკში დავკავდი ამ სპორტით. უცხოეთში, 7-8 წლის ასაკიდან კარტინგით იწყებენ და თანდათან გადადიან მაღალ ეტაპებზე.


- სამწუხაროდ ბაჰრეინის რბოლები უიღბლოდ დასრულდა, რის გამოც ლიდერობა დაკარგეთ. ტექნიკური პრობლემების გამო ვერც ერთი რბოლის დასრულება ვერ შეძელით. რა შეემთხვა „ჯულიეტას“?


- გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გავიმარჯვე და ჩემპიონატის ლიდერი ვიყავი, ბაჰრეინში არ მოველოდი გამარჯვებას. ჩემპიონატის ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ერთი და იგივე პილოტმა არ გაიმარჯვოს და 30 კილოგრამით ზედმეტი წონა დამიდეს. საკვალიფიკაციო გარბენზე საკმაოდ კარგი დრო ვაჩვენე და ძირითად რბოლაზე სტარტი მე-4 პოზიციიდან ავიღე. მაღალი ტემპერატურის გამო მესამე წრეზე ყუმბარამ მიმტყუნა და ავტომობილი გაჩერდა.


მეორე რბოლაზე, სტარტი მე-6 პოზიციიდან ავიღე. გამომდინარე იქიდან, რომ საკვალიფიკაციო რბოლებზე ზედმეტი საბურავები გავხარჯე, ძირითად რბოლაზე ნახმარი საბურავებით მომიწია ასპარეზობა და ცოტა ნელი ვიყავი. მიუხედავად ამისა, მე-7 ადგილისათვის ვიბრძოდი. ბოლო წრეზე, მანქანა კვლავ გამოვიდა მწყობრიდან. ბრძოლის დროს კარტერი დაზიანდა და ზეთმა დაიწყო გაჟონვა. ძრავის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მანქანის თავდაცვის სისტემამ ძრავი გათიშა.


- მომდევნო ეტაპი, ბელგიაში გაიმართება (4-6 მაისს) კვლავ იფრენს „ჯულიეტა“?


- საბრძოლო განწყობა გვაქვს და ლიდერი პოზიციებისთვის ვიბრძოლებთ. მოგეხსენებათ, ბაჰრეინის ეტაპზე ჩემმა გუნდელმა, დუშან ბორკოვიჩმა გაიმარჯვა. ბევრი საჩივარი დაიწერა „Alfa Romeo“-ზე, გამომდინარე იქიდან, რომ შარშან საერთოდ ვერ იგებდა და წელს ორივე ეტაპზე გაიმარჯვა. ყოველთვის ასეა, სწრაფი რომ ხარ ბევრი ადამიანი გიჩივის. ორგანიზატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენს მანქანებზე შასი 1 სანტიმეტრით აამაღლეს, რაც ცოტა შეანელებს „ჯულიეტას“.



- ჟან-კარლ ვერნეის სახით, საკმაოდ რთული მეტოქე გყავთ, შეძლებთ ლიდერობის დაბრუნებას?


- წინასწარ პროგნოზების გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ლიდერობის დასაბრუნებლად ვიბრძოლებ. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც პირველ ადგილზე გახვიდე, ამ ჩემპიონატში მთავარია სტაბილურობა. ამის ნათელი მაგალითია ჟან-კარლ ვერნეი, რომელსაც არც ერთი ეტაპი არ მოუგია, მაგრამ მუდმივად ხუთეულში იმყოფება და ქულებით ლიდერობს.


- გუნდის ახალწვეულზე რას გვეტყვით, როგორ მართავს მანქანას მიკელა ჩერუტი?


- მიკელა ჩერუტი აღარ გააგრძელებს ჩვენთან ასპარეზობას. იგი, უბრალოდ ერთ ეტაპზე გვეხმარებოდა. მის მანქანაზე ახალი პარამეტრები მოვსინჯეთ, გვაინტერესებდა გაამართლებდა თუ არა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ქულებისთვის ვიბრძვით გარისკვა არ გვინდოდა. ჩერუტი ზუსტად იმიტომ გამოვიდა შეჯიბრზე, რომ ეს პარამეტრები მოესინჯა. შემდეგ ეტაპზე ის აღარ მიიღებს მონაწილეობას.


- TCR 2017-ის დასრულებამდე 8 ეტაპი დარჩა, რა შანსები აქვს GE-Force-ს?


- პირველივე ეტაპიდან საკმაოდ კარგი სტარტი ავიღეთ. ჩემი თანაგუნდელი, დუშან ბორკოვიჩი საკმაოდ კარგი პილოტია. ვიმედოვნებ, ასე გავაგრძელებთ და კარგ სახელს მოვუხვეჭთ „GE-Force“-ს და ქართულ გუნდს, მსოფლიოს გავაცნობთ.


- დათა ქაჯაიას ცხოვრება ავტოდრომს მიღმა?


- ჩემი ცხოვრება მაინც ამ სპორტთან არის დაკავშირებული. ფიზიკურად ვემზადები. თავისუფალ დროს ყოველთვის რუსთავის ავტოდრომზე ვატარებ და ვცდილობ სხვადასხვა შეჯიბრებში მივიღო მონაწილეობა, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო. საღამოს ოჯახთან ერთად ვატარებ დროს.



ფეისბუქგვერდი "ჩეჩნეთი" სპეცოპერაციაზე - მოღალატეს არ აქვს ეროვნება და აუცილებლად დაისჯება

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ფეისბუქგვერდის "ჩეჩნეთი" ადმინისტრატორი წერს, რომ ტერორიზმს არავითარ შემთხვევაში გამართლება არ აქვს და თუ ეჭვმიტანილები ჩეჩნები აღმოჩნდებიან, უნდა დაისაჯონ.

ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს

19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები და ტრაპეზი, შესაწირიდან თანხა გაიტაცეს.

არგენტინული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში შევიდა

ერთი კვირის წინ გაუჩინარებული არგენტინის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ნავში, სადაც 44-წევრიანი ეკიპაჟი იმყოფება, ჟანგბადის მარაგი უკვე იწურება.

პატრიარქი: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას, გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.

აშშ-ში სუტენიორს 472 წელი – ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში კოლორადოს სასამართლომ 31 წლის ბროკ ფრანკლინს, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, 472 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს ვიქტორ სებაუნის და საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი "გეპრატი" შემოვიდა

დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი "გეპრატი" შემოვიდა.

ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე მისაბმელიანი მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ინდოეთში სტუდენტის თვითმკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ინდოეთის უნივერსიტეტში სტუდენტის თვითმკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები იმ ლექტორებს უპირისპირდებიან, რომელთა მხრიდან ბულინგმაც სტუდენტი სუიციდამდე მიიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. გიორგი გახარიას თქმით, ახალი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.

"სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება გადადო

კომპანია "სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო გუშინ დაგეგმილი TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება დროებით გადადო. 

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

სპეცოპერაციით დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო დაეხმარება თუ არა, უცნობია

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება თუ არა საქართველოს საპატრიარქო, ამ ეტაპზე უცნობია.

პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

დღეს გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთში მიბრძანებულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წირვის დაწყებამდე მრევლს თავისი დადგენილება გააცნო. 

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს ური არიელს შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო

ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო.

გუშინდელი გაძვირების შემდეგ ნავთობი ისევ იაფდება

აშშ-ის ნავთობის მარაგების შემცირების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გუშინდელი მაღალი ნახტომის შემდეგ ნავთობზე მსოფლიო ფასები კლების მიმართულებით წავიდა.

თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი იზმირის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას 1tv.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სპეცრაზმელები რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილზე, დაახლოებით, 8 ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა დაათვალიერეს. მათი განცხადებით, გარეგანი დათვალიერების შედეგად, დაახლოებით 8 საცხოვრებელ ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება.