კატეგორიები

ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობის შესწავლას ითხოვს

ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბარში, კოკა ყანდიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ხელმძღვანელის, ვასილ მაღლაფერიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში ტელევიზიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 450 მილიონი ლარია გახარჯული და ეს იმ ფონზე, როდესაც არხის კონკურენტუნარიანობა და რეიტინგი დაბალი იყო.

"აღნიშნული 450 მილიონი ლარი ჩვენი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობამ გადახდილი გადასახადების სახით ამოიღო ჯიბიდან და საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა, რომელმაც 10 წლის განმავლობაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა და ვერაფერი შემოგვთავაზა გარდა მდაბიო პროდუქციისა.

რაც შეეხება 450 მილიონს, ეს ძალიან პირობითი რიცხვია, სინამდვილეში კი ამ თანხას მინიმუმ 200 მილიონი უნდა მივუმატოთ, რადგან ეს 450 მილიონი მხოლოდ საბიუჯეტო თანხაა, ტელევიზიას კი საკუთარი, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გააჩნია, იქნება ეს რეკლამიდან და სპონსორობიდან შესული თანხები, იჯარით გაცემული პავილიონების ქირა თუ კონკრეტული პროექტების დაფინანსება"-განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.

ჟურნალისტის თქმითვე, გარდა თანხების ხარჯვისა, შესასწავლია ტელევიზიის სხვა უძრავ-მოძრავი ქონების საკითხებიც, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბევრი აქტივი გამქრალია.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ბევრი სხვა ქონება, - მიწები, შენობები, დღეს ამ ტელევიზიას აღარ ეკუთვნის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა ობიექტები მცხეთაში და საგურამოში. დღეს ეს ობიექტები მის საკუთრებაში აღარაა, აგრეთვე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ ეკუთვნის თბილისის ცენტრში იმ მიწის დიდი ნაწილი, რომელსაც ის ფლობდა და სადაც დღეს ტელევიზია ფუნქციონირებს. ძალიან მიკვირს რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს და სურვილიც არ აქვთ გამოიძიონ. ძალიან საინტერესოა რატომ არ ინტერესდება პროკურატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობით და მის საკუთრებასი არსებული უძრავი ქონების გაქრობით", - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორები იყვნენ თამარ კინწურაშვილი, რომელიც გიგა ბოკერიას კადრად მოიაზრებოდა და ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ ჯერ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად, მოგვიანებით კი გიგა ბოკერიას მოადგილედ მუშაობდა უშიშროების საბჭოში.

კინწურაშვილი მოგვიანებით ლევან ყუბანეიშვილმა შეცვალა, ხოლო მის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს გია ჭანტურია, მოგვიანებით კი გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" ოდნავ მოგვიანებით მოგაწვდით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას და აგრეთვე, ეცდება გაარკვიოს იმ უძრავ-მოძრავი ქონების ბედი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ტელევიზიის საკუთრებიდან გაქრა.



საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს. 

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს

2017 წლის 19 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე, 5 წუთით, სისტემაში მიმდინარე რეჟიმული გადართვების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს.

თბილისში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 5 ჩინელი ქალი გამოკითხვაზე გაიდაიყვანეს

თბილისში, ნიკო ნიკოლაძის №5-ში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რის შემდეგაც 5 ჩინელი ქალი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "არტ პლატფორმას" მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "GEM FEST" ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. 

შსს-მ "ნიკორას" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ო., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, მიმდინარეობს.

გერმანიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გერმანიის ქალაქ ვუპერტალ-ელბერფელტში, უცნობი პირიქუჩაში ადამიანებს თავს დანით დაესხა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.

ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა

დღეს ბათუმის ბულვარში "სტარტაპ მარკეტი" გაიხსნა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „აწარმოე საქართველოს“ დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაესწრო.

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.

"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.