კატეგორიები

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კამპანიას - “არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“

საქართველოს პროკურატურა პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში აგრძელებს კამპანიას - “არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები“. 

კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონის პროკურატურების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სკოლის მოსწავლეებითვის სატრანსპორტო დანაშაულებისა და ავტოსაგზაო დარღვევების  პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს.


მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ქალაქ მცხეთის  N1 და N2 საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის ავტოსატრანსპორტო დანაშაულებზე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას იმიტირებული ავტოსაგზაო შემთხვევის ჩვენება მოეწყო, სადაც  წარმოდგენილი იყო ქვეითად მოსიარულე მოქალაქის მიერ წითელ შუქნიშანზე,  აკრძალულ ადგილზე  გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს  ტრამვა მიიღო.  შედარებისთვის ასევე ნაჩვენები იყო როგორ გადადის მოქალაქე უსაფრთხოდ ზებრა გადასასვლელზე და მწვანე შუქნიშანზე.


კამპანია - “არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესების“ ფარგლებში მცხეთის საჯარო სკოლების დაახლოებით 150-მდე მოსწავლემ ქ. მცხეთის რაიონის ცენტრში, ტროტუარებზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, გაშალეს ბანერები წარწერით - “დაიცავით მოძრაობის წესები“, “ნუ გახდები მსხვერპლი“ და სხვადასხვა ამკრძალავი ნიშნებით  მოსახლეობას საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.


ავტოსაგზაო შემთხვევების თემაზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა გამართეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომაგისტრალებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს და ნასვამი მძღოლების  საკითხებს.


ზუგდიდის რაიონული პროკურატურის და  ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები ავტოსკოლების მსმენელებს შეხვდნენ და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  პრეზენტაცია გამართეს. მართვის მოწმობის მიღების მსურველ ახალგაზრდებს  პროკურატურის წარმომადგენლებმა იმ საფრთხეების მაღალი პასუხისმგებლობით გათავისებისკენ მოუწოდეს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს.  შეხვედრებზე გაიმართა  დისკუსიები  ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულებზე, მძღოლების პასუხისმგებლობაზე და საფრთხეებზე, მძღოლების თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე. ასევე რაიონების გათვალისწინებით მძღოლებისთვის მხედველობაში მისაღებ ფაქტორებზე.


საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობასთან და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. სატრანსპორტო დანაშაულების და ადმინისტრაციული გადაცდომების პრევენციის მიზნით შეხვედრის მონაწილეებს ავტოსაგზაო შემთხვევათა ამსახველი ვიდეორგოლები,  ფოტომასალა  უჩვენეს,  საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


კამპანია - “არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესების“ ფარგლებში  მესტიის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის იმიტირებული გამოძიება  ჩაატარეს.  მოსწავლეებისთვის  ასევე გაიმართა პრეზენტაცია სატრანსპორტო დანაშაულებზე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.  


საქართველოს პროკურატურა კამპანიას - “არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები“ პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის  ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე  ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.



საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს. 

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს

2017 წლის 19 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე, 5 წუთით, სისტემაში მიმდინარე რეჟიმული გადართვების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს.

თბილისში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 5 ჩინელი ქალი გამოკითხვაზე გაიდაიყვანეს

თბილისში, ნიკო ნიკოლაძის №5-ში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რის შემდეგაც 5 ჩინელი ქალი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "არტ პლატფორმას" მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "GEM FEST" ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. 

შსს-მ "ნიკორას" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ო., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, მიმდინარეობს.

გერმანიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გერმანიის ქალაქ ვუპერტალ-ელბერფელტში, უცნობი პირიქუჩაში ადამიანებს თავს დანით დაესხა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.

ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა

დღეს ბათუმის ბულვარში "სტარტაპ მარკეტი" გაიხსნა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „აწარმოე საქართველოს“ დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაესწრო.

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.

"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.