კატეგორიები

OPIC-მა საქართველოში ოპერაციათა მოცულობა გააორმაგა

აშშ-ის მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორმა დევ იაგადესანმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის სახელზე წერილი გამოაგზავნა.

“OPIC-მა საქართველოში გააორმაგა  ოპერაციათა მოცულობა, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ველით პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყნაში“, - აღნიშნულია იაგადესანის მიერ გამოგზავნილ წერილში.


აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC)  ქართული დელეგაციის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.   


“მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს დელეგაციას ჩვენთან - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში ვიზიტისთვის. კვლავ ველით ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ისედაც მჭიდრო და წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან. მოხარული ვიქნებით, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში ორგანიზებულ ნებისმიერ კონფერენციაში, განსაკუთრებით, საინვესტიციო ფონდების მიმართულებით. ველით თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, -აღნიშნულია წერილში. 


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში შეხვედრა ვაშინგტონში, 19 აპრილს შედგა და მას პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.



უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილის დახვრეტის ინიციატივით გამოდის

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერის, უმაღლესი რადას დეპუტატის ოლეგ ლიაშკოს განცხადებით, თუ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეღწევას შეეცდება, ის უნდა დაიხვრიტოს.

თენგიზ კაპანაძე: „მაკდონალდსი“ ხარისხის კომპრომისზე არასოდეს წავა!“

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად, მედიის დღის წესრიგში მოწინავე ადგილი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის საკითხებმა დაიკავა.

მთაში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში ტრენინგი მიმდინარეობს

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში „აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგი მიმდინარეობს.

ქართველი მეკარე გიორგი ლორია მახაჩყალის „ანჟიში“ იჯარის საფუძველზე ითამაშებს

რუსულ საფეხბურთო კლუბებს „კრილია სოვეტოვსა“ და „ანჟის“ შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ქართველი გიორგი ლორია მახაჩყალის კლუბის კარს იჯარის საფუძველზე 2017/18 წლის სეზონის ბოლომდე დაიცავს.

23 აგვისტოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

23 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია გამოცხადდა

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ 2017 წლის 9-10 სექტემბერს თბილისში,  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდება.

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით რამდენიმე უბანს შეეზღუდება.

 

აზერბაიჯანმა ქართველი მეხანძრეების დასახმარებლად ვერტმფრენი გამოგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყის ხანძრის ჩასაქრობად, ბაქომ ვერტმფრენი გამოგზავნა.

ბიზნესმენს 6 წლის წინ ზედმეტად გადახდილი დღგ დაუბრუნდა

ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მფლობელი პაატა კვიჟინაძე შემოსავლების სამსახურის მიერ 2011 წელს ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ფეისბუკზე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.15 თეთრი შეადგინა.

დღეს გაზმომარაგება 230 აბონენტს შეუწყდა

დღეს, 21 აგვისტოს, 16:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა მთაწმინდის რაიონში, ვეძინისა და თხინვალის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. 

22 აგვისტოს გაზმომარაგება 1260 აბონენტს დროებით შეუწყდება

სამშაბათს, 22 აგვისტოს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება 1260 აბონენტს დროებით შეუწყდება.

რუსეთი აფხაზებს სამხედრო ქონებას კონტრაქტების საფუძველზე გადასცემს

რუსეთმა აფხაზებთან კონტრაქტები გააფორმა, რომელთა საფუძველზეც სოხუმის დე ფაქტო მთავრობას სამხედრო ქონებას გადასცემს.

სააკაშვილი ირწმუნება, რომ უარი თქვა ევროპის ქვეყნებისგან შეთავაზებულ მოქალაქეობაზე

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული სასტუმრო-პროექტია.

ხელვაჩაურში გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.

ხელვაჩაურში, სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული "კოლხობა 2017" აღინიშნა

კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ. მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები.

ლავროვი არ აპირებს, ჯავრი ამერიკის მოქალაქეებზე იყაროს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოსკოვი რიგით ამერიკელებზე „ჯავრს არ იყრის“.

თურქეთი და ირანი ქურთებს ერთობლივად შეუტევენ

ირანი და თურქეთი ქურთების ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს გეგმავენ.

ხაშურში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურის კავშირგაბმულობის ძველ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად 150 კვ.მ ფართობი დაიწვა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.