კატეგორიები

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.

დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული  წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.


დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და აგრესიული ქმედებების გაგრძელება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევადაა მიჩნეული.


ერთობლივ დეკლარაციაში მინისტრები შეთანხმდნენ გააგრძელონ საქართველოსა და უკრაინას შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების - გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, სუამის-ს და სხვ. ფარგლებში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.


ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას, მეორე მხრივ უკრაინასთან მიმართებით ევროპარლამენტის მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე.  


ერთობლივი დეკლარაციით მინისტრები შეთანხმდნენ გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.


დოკუმენტში აღნიშნულია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა და საქართველოსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე რეგულარული შეხვედრების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ასევე შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარებას, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.


დეკლარაციაში დადასტურებულია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა, მათ შორის მინისტრებმა დეკლარაციაში დაადასტურეს ინტერესი ევროპა-კავკასია-აზიის მარშრუტზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართ, მათ შორის, „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში.



უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილის დახვრეტის ინიციატივით გამოდის

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერის, უმაღლესი რადას დეპუტატის ოლეგ ლიაშკოს განცხადებით, თუ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეღწევას შეეცდება, ის უნდა დაიხვრიტოს.

თენგიზ კაპანაძე: „მაკდონალდსი“ ხარისხის კომპრომისზე არასოდეს წავა!“

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად, მედიის დღის წესრიგში მოწინავე ადგილი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის საკითხებმა დაიკავა.

მთაში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში ტრენინგი მიმდინარეობს

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში „აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგი მიმდინარეობს.

ქართველი მეკარე გიორგი ლორია მახაჩყალის „ანჟიში“ იჯარის საფუძველზე ითამაშებს

რუსულ საფეხბურთო კლუბებს „კრილია სოვეტოვსა“ და „ანჟის“ შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ქართველი გიორგი ლორია მახაჩყალის კლუბის კარს იჯარის საფუძველზე 2017/18 წლის სეზონის ბოლომდე დაიცავს.

23 აგვისტოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

23 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია გამოცხადდა

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ 2017 წლის 9-10 სექტემბერს თბილისში,  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდება.

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით რამდენიმე უბანს შეეზღუდება.

 

აზერბაიჯანმა ქართველი მეხანძრეების დასახმარებლად ვერტმფრენი გამოგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყის ხანძრის ჩასაქრობად, ბაქომ ვერტმფრენი გამოგზავნა.

ბიზნესმენს 6 წლის წინ ზედმეტად გადახდილი დღგ დაუბრუნდა

ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მფლობელი პაატა კვიჟინაძე შემოსავლების სამსახურის მიერ 2011 წელს ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ფეისბუკზე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.15 თეთრი შეადგინა.

დღეს გაზმომარაგება 230 აბონენტს შეუწყდა

დღეს, 21 აგვისტოს, 16:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა მთაწმინდის რაიონში, ვეძინისა და თხინვალის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. 

22 აგვისტოს გაზმომარაგება 1260 აბონენტს დროებით შეუწყდება

სამშაბათს, 22 აგვისტოს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება 1260 აბონენტს დროებით შეუწყდება.

რუსეთი აფხაზებს სამხედრო ქონებას კონტრაქტების საფუძველზე გადასცემს

რუსეთმა აფხაზებთან კონტრაქტები გააფორმა, რომელთა საფუძველზეც სოხუმის დე ფაქტო მთავრობას სამხედრო ქონებას გადასცემს.

სააკაშვილი ირწმუნება, რომ უარი თქვა ევროპის ქვეყნებისგან შეთავაზებულ მოქალაქეობაზე

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული სასტუმრო-პროექტია.

ხელვაჩაურში გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.

ხელვაჩაურში, სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული "კოლხობა 2017" აღინიშნა

კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ. მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები.

ლავროვი არ აპირებს, ჯავრი ამერიკის მოქალაქეებზე იყაროს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოსკოვი რიგით ამერიკელებზე „ჯავრს არ იყრის“.

თურქეთი და ირანი ქურთებს ერთობლივად შეუტევენ

ირანი და თურქეთი ქურთების ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს გეგმავენ.

ხაშურში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურის კავშირგაბმულობის ძველ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად 150 კვ.მ ფართობი დაიწვა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.