კატეგორიები

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფასდაუდებლად შეაფასა

დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ მიმართეს.


სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-აშშ-ის მტკიცე მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა 25 წლის მანძილზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ფასდაუდებელია.


„ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-იდან ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ფინანსური ასევე პოლიტიკური კუთხით. ეს ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვართ ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ისთვის და ჩვენის მხრივ ვცდილობთ შევიტანოთ წვლილი იმ საერთაშორისო ინტერესების დაკმაყოფილების პროცესში, რაც ჩვენ გვაერთიანებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მინისტრის განცხადებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან რთულ პირობებში, დღეს ქვეყანა ადგას ევტოატლანტიკური ინტეგრაციის გზას და საქართველო აგრძელებს მეგობრებთან ერთად ამ გზაზე სვლას. ამ კუთხით მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეგობრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოც აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ეს მეგობრობა კი ნდობაზე და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.


მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვივნენ საქართველოს და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ორხმრივი ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელია. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იან კელის და საელჩოს წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვისთვის. ​​



პრემიერი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდან შემოსული თანხაც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული შშმ პირი კომპანიის ავტოსადგომზე შეუძლოდ გახდა

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მეორე ჯგუფის შშმ პირი, რომელსაც საქარე მინაზე შშმ პირობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა გაკრული, კომპანიის საჯარიმო ავტოსადგომზე 5 საათზე მეტი გააჩერეს, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ მიიღებენ იმ ნორმას, რომელსაც უარყოფითი შეფასება ექნება

"არ ვაპირებთ ნორმის მიღებას, რომელსაც ექნება ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ შრი-ლანკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.  

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას გააღრმავებს

"ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ.

კომიტეტის თანათავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა და მისი ზოგიერთი ასპექტი წინააღმდეგობრივია.

პირველი ვიცე-პრემიერი ჩინეთის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან.

დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, დელისის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა. 

თემქაზე მომხდარი კაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თემქაზე დაჭრილი აშშ-ის მოქალაქის, 26 წლის კაცის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

პასპორტის უქონლობის გამო, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ გაასაჩივრებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტის უქონლობის გამო, ის ხელისუფლების მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს.

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილმა ანტისემიტური განცხადების გამო პრესმდივანი გაათავისუფლა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ანტისემიტური განცხადებების გამო, პრესმდივანი დარინა ჩიჟი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის 459 ათასი ლარი გამოიყოფა

ბათუმში, 16 აგვისტოს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა ნახევარ მილიონამდე ლარით დაეხმარება. 

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა, საპატიო კონსულად კი "რომპეტროლ საქართველოს" მფლობელი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა.

მზიურის პარკთან ავარია მოხდა

მზიურის პარკთან ავარია მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს დაეჯახა.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.