კატეგორიები

„სილქ ტვ“–ს შიშმა და შეშფოთებამ მომხმარებლებზე პანიკური გავლენა მოახდინა

სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა „სილქ ტვ“–ს საეთერო ბანერს, სადაც მომხმარებლებს „არასასიამოვნო სიახლეს“ ამცნობს და ტელეკომპანიებს აბონენტებისთვის „საზიანო შეთანხმებაში“ ადანაშაულებს.

იქიდან გამომდინარე, რომ „სილქ ტვ“–ს წარმომადგენელმა „პირველთან“ საუბარში ვერ დაასახელა, თუ რა ოდენობის თანხითაა მოსალოდნელი მომხმარებლებისათვის სატელევიზიო პაკეტის გაძვირება, ცოტა ნაადრევად (უფრო პანიკურად) გამოიყურება ქართველი მაყურებლების ეკრანებზე გამოჩენილი ეს დამაფრთხობელი განცხადება.



„სილქ ტვ“–ს „შიშის“ საფუძველი შპს “მედია რაითს ჯორჯია“ (რომლის დამფუძნებელი TBC ბანკთან დაახლოებული პირია) გახდა, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - „იმედი“, „რუსთავი 2“, „ჯიდიესი“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“ კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.


საჯარო რეესტრში ეს უკანასკნელი 2017 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა, რის შესახებად უკვე ხმამაღლა განაცხადა.


კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ შპს “მედია რაითს ჯორჯიასთვის“ ლიცენზიის მინიჭების საკითხზე კომისია იმსჯელებს. ასევე კომისია განიხილავს, რატომ გახდა საჭირო ტელევიზიებსა და დისტრიბუტორებს შორის შუამავალი კომპანიის არსებობა.


საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიაში დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ, მაგრამ საინტერესო დეტალი ისაა, რომ თუ შუამავალ კომპანიას ჯერ ლიცენზიაც არ გააჩნია, რატომ წამოეგო „სილქ ტვ“ მის შეტყობინებას და მომხმარებლის პანიკაში ჩაგდებამდე, ხომ არ ჯობდა, გადაემოწმებინა, რამდენად საფუძვლიანი იყო ის შეტყობინება, რის გამოც მოსახლეობას მომსახურების ტარიფის გაზრდით დაემუქრა. კომპანიამ ეს შეტყობინება 15 მაისს გაავრცელა.


ის ფაქტი, რომ „მედია თაიმს ჯორჯია“ აღნიშნული არხების კომერციულ დისტრიბუციაზე ექსკლუზიურ უფლებას იღებს, 8 მაისს გახდა ცნობილი.


შპს „მედია თაიმს ჯორჯიას“ აღნიშნული შეტყობინება 50-ზე მეტ საკაბელო ტელევიზიას მიუვიდა.


„შპს „მედია რაითს ჯორჯიასთან“ ჩვენ არ გვისაუბრია, შესაბამისად, არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განუცხადეს „პირველს“ „სილქნეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


საჯარო რეესტრის ინფორმაციით, “მედია რაითს ჯორჯიას“ დამფუძნებელი შოთა ჩავლიაშვილია, რომელიც ”არტ რადიოს” იურისტია და წლების განმავლობაში არაერთ სასამართლო პროცესში მონაწილეობდა, რომლებიც თი–ბი–სი ბანკის მედიაპროდუქტებთან იყო დაკავშირებული.


„არტ რადიოს“  პარტნიორია ბიზნესმენი, თი–ბი–სი ბანკის სამეთვამყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.



ხანძარი თიანეთში - ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს

თიანეთში ჟინვალის მისადგომებთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლი კვლავ გაჩნდა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გლდანში გაჩნდა

თბილისში, გლდანში ხანძარია. ცეცხლი ხევში ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ბორჯომში, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.  

ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია ნახევარი ჰექტარი ფართობი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პატრიარქი სტიქიასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოში აზერბაიჯანმა დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბაქოდან საქართველოში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ინფორმაციას 1tv.ge აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ბოშურში ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს.

ატენში მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება

ატენში ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს უთხრეს, რომ ადგილზე მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი მსოფლიოში ყველაზე დიდია

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 მსოფლიოში ყველაზე დიდია. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, საქართველოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურჩაშიც გაიხსნება.

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოაგზავნა

ხანძართან გასამკლავებლად საქართველოს ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოუგზავნა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ბორჯომის ხეობაში ღამის განმავლობაში ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.