კატეგორიები

ჩინეთის მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს

JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის “Anhui Jianghuai Automobile Co“ ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას.

საწარმო ჩინეთის ანჰოის პროვინციაში მდებარეობს და ელექტრომობილების გარდა, სხვადასხვა ტიპის ტექნიკასაც უშვებს.


“ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში - სრული წარმოების ამოქმედება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა,დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან, ან ცინთან შეხვედრის შემდეგ.


მისი თქმით, ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა, არამედ მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან.


“მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ, თუ რას ვაპირებთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანი განვითარება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყანაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც შეხვედრაზე, ასევე შესთავაზა JAC-ის ხელმძღვანელობას საქართველოს, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის უმოკლესი სატრანზიტო გზის გამოყენება პროდუქციის ტრანსპორტირებისას, ასევე საქართველოში რეგიონული ფილიალის დაფუძნება, მსოფლიოს სხვა ავტოკონცერნების მსგავსად, საქართველოში და ბიზნესის საქართველოდან წარმოება.


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, დაათვალიერა “JAC Motors“-ის საამწყობო საწარმო და გაეცნო კომპანიის პროდუქციას, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიის ელექტრომობილებს, სამგზავრო და სატვირთო ავტოტექნიკას, რომლებიც იყიდება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.


შეხვედრას “JAC“-ის ოფისში, ასევე, დაესწრნენ სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.



ხანძარი თიანეთში - ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს

თიანეთში ჟინვალის მისადგომებთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლი კვლავ გაჩნდა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გლდანში გაჩნდა

თბილისში, გლდანში ხანძარია. ცეცხლი ხევში ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ბორჯომში, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.  

ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია ნახევარი ჰექტარი ფართობი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პატრიარქი სტიქიასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოში აზერბაიჯანმა დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბაქოდან საქართველოში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ინფორმაციას 1tv.ge აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ბოშურში ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს.

ატენში მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება

ატენში ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს უთხრეს, რომ ადგილზე მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი მსოფლიოში ყველაზე დიდია

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 მსოფლიოში ყველაზე დიდია. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, საქართველოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურჩაშიც გაიხსნება.

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოაგზავნა

ხანძართან გასამკლავებლად საქართველოს ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოუგზავნა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ბორჯომის ხეობაში ღამის განმავლობაში ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.