კატეგორიები

ადვოკატი დავით ლანჩავა ჰონგ-კონგის კონფერენციის ფარგლებში აბრეშუმის გზის პროექტში ჩაერთო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ლანჩავამ, ჩინეთში, ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

12 მაისს გამართულ კონფერენციაზე 65 ქვეყნის ადვოკატთა კორპუსმა დიდი აბრეშუმის გზის მეგაპროექტზე "ერთი სარტყელი - ერთი გზა" იმსჯელეს.


დავით ლანჩავამ "ეკონომეტრის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ადვოკატთა კორპუსი მსგავს მასშტაბურ კონფერენციაზე მიიწვიეს.


"მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჰონგ-კონგში, სადაც 65 ქვეყნის ადვოკატები და 24 იურისდიქცია იყო წარმოდგენილი. ჩვენ ის პრინციპები გავიზიარეთ, რომლითაც ვთანხმდებით "აბრეშუმის გზის" ამ დიდ მეგაპროექტზე, ვიზიარებთ იმ პრინციპებს, რომლის საფუძველზეც უნდა ვითანამშრომლოთ კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სისტემის დახვეწის და კლიენტის ინტერესების დაცვისთვის. ის რეფორმები და პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ის გარანტიაა, რომლის საფუძველზეც ამ ფორუმზე მიგვიწვიეს", - აღნიშნა დავით ლანჩავამ.


კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროფესიული კონფერენციების ჩატარების მიზანია, პროფესიული წრეები აბრეშუმის გზის პროექტთან სათანამშრომლოდ მზად იყვნენ.


დავით ლანჩავამ აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ეს არის საქართველოსა და 65 ქვეყნის ურთიერთობა, რაც დიდი ბაზრების გახსნას გულისხმობს.


"აბრეშუმის გზის პროექტი ჩინეთის მთავრობამ 2013 წელს დააანონსა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ თანამშრომლობას და ძველი აბრეშუმის გზის ქვეყნებთან ურთიერთობას. პროექტი "ერთი სარტყელი - ერთი გზა" უნდა გავიაზაროთ რა არის შინაარსობრივად - ეს არის 6 სახმელეთო მარშრუტი, რომელიც ჩინეთიდან სხვადასხვა მიმართულებით გადის და ამასთან ერთად ერთი საზღვაო გზა. ეს არის საუკუნის მეგაპროექტი, რომელშიც 65 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის გადამწყვეტი ხმის უფლებით ჩინეთი. 2014 წელს ჩინეთმა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგად ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგა და პროექტისთვის შექმნა სპეციალური ბანკი, რომელსაც 100 მილიარდი დოლარის პორტფელი აქვს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ერთი წლის შემდეგ კი შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა ინვესტიციების განხორციელება. ჩვენ უნდა გავიაზროთ რამხელა ეკონომიკური შესაძლებლობები იწყება ევრაზიის კონტინენტზე და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჩართულობას ამ პროექტში", - განაცხადა დავით ლანჩავამ.


მანვე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროექტის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ინტერესს.


"საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით და ჩინეთის სახელმწიფოს წინდახედულობით, საქართველო ამ მონაკვეთის მთავარი მოთამაშეა. ეს არის დამატებითი ინვესტიციები, ეკონომიკური კავშირები, ურთიერთობების გაცვლა. ეს სარტყელი არის ახალი ეკონომიკურ-ფინანსური გადანაწილება მსოფლიოში. ვინც ამ სარტყელის ქვეშ ვერ მოიაზრება, ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. პროექტი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - სხვადასხვა ინსტიტუციები, სახელმწიფო ორგანოები, ბიზნესწრეები, სამართლებრივი სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან და აქტიურად მსჯელობენ", - აღნიშნა დავით ლანჩავამ.


13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.



ხანძარი თიანეთში - ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს

თიანეთში ჟინვალის მისადგომებთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლი კვლავ გაჩნდა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გლდანში გაჩნდა

თბილისში, გლდანში ხანძარია. ცეცხლი ხევში ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ბორჯომში, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.  

ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია ნახევარი ჰექტარი ფართობი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პატრიარქი სტიქიასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოში აზერბაიჯანმა დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბაქოდან საქართველოში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ინფორმაციას 1tv.ge აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ბოშურში ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს.

ატენში მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება

ატენში ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს უთხრეს, რომ ადგილზე მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი მსოფლიოში ყველაზე დიდია

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 მსოფლიოში ყველაზე დიდია. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, საქართველოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურჩაშიც გაიხსნება.

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოაგზავნა

ხანძართან გასამკლავებლად საქართველოს ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოუგზავნა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ბორჯომის ხეობაში ღამის განმავლობაში ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.