კატეგორიები

კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციულ ბანკებში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) გაანგარიშებისა და დაცვის მეთოდოლოგია დაამტკიცა.

ბაზელ III-ის LCR წარმოადგენს მოკლევადიანი (30 დღემდე) ლიკვიდობის მართვის საერთაშორისოდ გავრცელებულ, თანამედროვე და ეფექტურ მიდგომას და ამ ტიპის რისკების უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. მისი დანერგვა ასევე რეკომენდირებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP)" ფარგლებში.


ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლისას "მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივებს" ვუფარდებთ "მთლიან წმინდა ფულად გადინებას", სადაც "წმინდა ფულადი გადინება" არის ფინანსური სტრესის 30-დღიან პერიოდში "ფულად გადინებასა" და "ფულადი შემოდინებას" შორის სხვაობა. არასტრესულ პერიოდში ჯამურად ყველა ვალუტის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 100 პროცენტზე ნაკლები. შედეგად, ბანკი უნდა ფლობდეს საკმარის ლიკვიდურ აქტივებს, რომ ფინანსური სტრესის დროს გაუმკლავდეს მოსალოდნელ გადინებებს.


განსხვავებით დღეს არსებული მოთხოვნისა, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ითვალისწინებს „გადინებისა“ და „შემოდინების“ განსხვავებულ მაჩვენებლებს, ვალდებულებებისა და აქტივების სხვადასხვა ტიპების მიხედვით. იგი ასევე ითვალისწინებს, ქართული საბანკო სისტემის დამახასიათებელ სპეციფიკას, როგორიც არის ვალდებულებების კონცენტრაცია, არარეზიდენტების დეპოზიტები და საპროცენტო ხასიათის მიმდინარე ანგარიშების მაღალი წილი.


ასევე, გათვალისწინებულია ვალდებულების მაღალი დოლარიზაცია, რაც სტრესის დროს დამატებით საფრთხეს ქმნის, რადგან შეზღუდულია ლიკვიდობის საგანგებო გეგმის, მიტიგაციის სხვა ღონისძიებების ან ეროვნული ბანკის მხრიდან მხარდაჭერის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჯამურ და ცალკე უცხოური ვალუტის LCR-ის მოთხოვნის მინიმალური დონე განისაზღვრება 100 პროცენტით, ხოლო ლარის - 75 პროცენტით. ამასთან, ლიკვიდურად ითვლება კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული უცხოურ ვალუტის მინიმალური სავალდებულო რეზერვების 75 პროცენტი, ხოლო ლარით - 100 პროცენტი.


LCR-ის 100 პროცენტის დაცვა კომერციული ბანკებისთვის სავალდებულოა 2017 წლის 1 სექტემბრიდან. აღსანიშნავია, რომ მისი დანერგვა საქართველოს საბანკო სისტემაში 2012 წლიდან დაიწყო და აქამდეც გამოიყენებოდა საზედამხედველო პროცესში ლიკვიდობის რისკის მონიტორინგისთვის. პარალელურად, მიმდინარეობდა კოეფიციენტის ცალკეულ მაჩვენებელებზე დაშვებების კალიბრაცია (პარამეტრების დაზუსტება). ჯამურად, სისტემაში დღეისთვის ახალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ლიკვიდობაა, რაც კიდევ უფრო გააიოლებს LCR-ის ოფიციალურად დანერგვას.


LCR-ის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრუდენციულ ზედამხედველობას. ამასთან, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების მიზნით, მომავალი წლიდან წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) შემუშავება იგეგმება. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30 პროცენტი) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, ლიკვიდობის რისკის საზედამხედველო ჩარჩო სრულ შესაბამისობაში მოვა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის სტანდარტებთან.



პრემიერი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდან შემოსული თანხაც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული შშმ პირი კომპანიის ავტოსადგომზე შეუძლოდ გახდა

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მეორე ჯგუფის შშმ პირი, რომელსაც საქარე მინაზე შშმ პირობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა გაკრული, კომპანიის საჯარიმო ავტოსადგომზე 5 საათზე მეტი გააჩერეს, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ მიიღებენ იმ ნორმას, რომელსაც უარყოფითი შეფასება ექნება

"არ ვაპირებთ ნორმის მიღებას, რომელსაც ექნება ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ შრი-ლანკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.  

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას გააღრმავებს

"ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ.

კომიტეტის თანათავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა და მისი ზოგიერთი ასპექტი წინააღმდეგობრივია.

პირველი ვიცე-პრემიერი ჩინეთის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან.

დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, დელისის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა. 

თემქაზე მომხდარი კაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თემქაზე დაჭრილი აშშ-ის მოქალაქის, 26 წლის კაცის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

პასპორტის უქონლობის გამო, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ გაასაჩივრებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტის უქონლობის გამო, ის ხელისუფლების მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს.

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილმა ანტისემიტური განცხადების გამო პრესმდივანი გაათავისუფლა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ანტისემიტური განცხადებების გამო, პრესმდივანი დარინა ჩიჟი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის 459 ათასი ლარი გამოიყოფა

ბათუმში, 16 აგვისტოს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა ნახევარ მილიონამდე ლარით დაეხმარება. 

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა, საპატიო კონსულად კი "რომპეტროლ საქართველოს" მფლობელი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა.

მზიურის პარკთან ავარია მოხდა

მზიურის პარკთან ავარია მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს დაეჯახა.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.