17 მაისს სახალხო ზეიმი “ფრიდონობა“ აღინიშნება

17 მაისი ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარაში უკვე რამდენიმე წელია სახალხო ზეიმი “ფრიდონობა“ აღინიშნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად პოეტის საფლავი ყვავილებით შეამკო.საკათედრო ტაძრის ეზოში ფრიდონ ხალვაშის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსადა მწერალთა კავშირის წევრები შეიკრიბნენ. მათ გაიხსენეს პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ცნობილი, ხალხისთვის საყვარელი ლექსები.


 


ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებმა პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. ცერემონიალის შემდეგ ღონისძიებასოფელ გეგელიძეებში, პოეტის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება. პარალელურად გაიმართება სიმბოლური ღონისძიებები, რომლის ორგანიზატორებიპოეტის სახლ-მუზეუმი და ქედის კულტურის ცენტრია.


“ფრიდონობა“ ცნობილი ქართველი პოეტის, მწერლის, დრამატურგისა და პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის- ფრიდონ ხალვაშის სახელის ხსოვნასეძღვნება და ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიება ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთადა ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება. 


ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია თსუ-ში

20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია „თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები: ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და ლოკალური გამოწვევები“ გაიმართება. 

ანაკლიის პორტის პროექტს ლონდონში განიხილავენ

ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებს ლონდონში, EBRD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე Outlook on Georgia 2017-ს განიხილავენ.

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია მუხიანის პირველ მ/რ, კორპ. N1-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ხის ფიცრულებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით გამწვანების აქცია ჩატარდა

ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით და ქალაქ ბათუმის მერიის  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მხარდაჭერით, ქ. ბათუმში გამწვანების აქცია ჩატარდა.

მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის პირობებს დასთანხმდა. ამასთან დაკავშირებით მან წერილი მოამზადა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან უნდა გაიგზავნოს.

Expo Georgia-ში სოფლის მეურნეობის, კვებისა და მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა იმართება

საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-17 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

თურქეთი ნატოდან გასვლის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იალჩინ ტოფჩუმ CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დადგა დრო, თურქეთის ნატოში ყოფნის საკითხი გადაიხედოს.

ვანუატუს მიწისძვრის შემდეგ ცუნამი დაემუქრა

ახალი კალედონიის ფრანგულ ტერიტორიასთან და ვანუატუს კუნძულთან მომხდარი მაგნიტუდით 7.3 წყალქვეშა მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

თსუ-ს სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში გაიმარჯვეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში გაიმარჯვა.  

ანკარაში „ლგბტ“ აქტივობები აკრძალეს

თურქეთმა დედაქალაქ ანკარაში „ლგბტ“ აქტივობის ყველა ფორმა აკრძალა. მიზეზად ის დასახელდა, რომ ასეთი დემონსტრაციები საფრთხეს წარმოადგენს "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა" და "საზოგადოების მგრძნობელობაზე".

ლავროვი ბაქოდან პასუხობს ნატოს – აზერბაიჯანის არმიაში ნატოს დღეები მიმდინარეობს

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოს მხრიდან რუსეთის აგრესიულობაში დადანაშაულება „სიცრუე“ აღმოჩნდა.

გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში გარემოვაჭრეებმა წერეთლის ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები  საპატრულო პოლიციის მიერ მათი სავაჭრო დახლების აღებას აპროტესტებენ. 

2017 წელს ცხოველთა სასაკლაოებზე 83,3 ათასი სული პირუტყვი და 2361,6 ათასი ფრინველი დაიკლა

საქსტატის მონაცემებით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის III კვარტალის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 83,3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49,4% მსხვილფეხა, ხოლო 50,6% წვრილფეხა - ცხვარი, თხა, ღორი და სხვა.

თბილისის მერმა სტრუქტურულ ერთეულებს ეფექტიანი მმართველობა დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყება დაავალა.

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფლების იმიტირებული სამედიცინო სწავლება მიმდინარეობს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულებმა - „ალფამ“, „ბრავომ“ და „ჩარლიმ“, გეგმურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. 

 

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რესურსების მართვის ახალი ონლაინსისტემა დანერგა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“  ახალი, რესურსების მართვის შვედური სისტემის, IFS-ის დანერგვა დასრულდა, რომლის მეშვეობითაც კომპანია შეძლებს, უფრო წარმატებით წარმართოს თავისი საქმიანობა და ეფექტურად გამოიყენოს თავისი რესურსები.

პროკურატურამ სავარაუდო დანაშაულის საქმეს დოკუმენტური ფილმი დაურთო

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, აჭარის ა/რ პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულის საქმეს მტკიცებულებად დოკუმენტური ფილმი დაურთო.

აზერბაიჯანში ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანის ლოკბატანის დასახლებაში მდებარე ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.  

სამართალდამცველებმა მარტვილის გამგეობის ორი თანამშრომელი ქრთამის აღების გამო დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილის გამგეობის ორი თანამშრომელი ქრთამის აღების გამო დააკავეს.