აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2017 წლის 17 მაისს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს, გამგებლებსა და ქალაქის მერს, ასევე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა გასულ კვირაში ჩატარებულ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორებიც იყო პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი, პოლონურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის ჩატარება ბათუმში, ასევე რუსთაველის თეატრში ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.


რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონის მოსვლასთან ერთად სამუშაო შეხვდერებისა და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის გააქტიურებაზე. მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე უკეთესი პირობებისა და გარემოს შესაქმნელად, მთავრობის თავმდჯომარეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს  ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან.


სხდომაზე ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად სულ მალე ახალი ფილაქნებით, საკანალიზაციო სისტემითა და ბორდიურებით მოწყობილი რამდენიმე ხეივანი შეემატება ბათუმის ბულვარს. უკვე ჩატარებულია მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები როგორც ძველი, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიებზე. წლევანდელ სეზონზე  ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება,  ერთიან სტილში მოეწყობა განახლებული საშხაპეები, გასახდელები,  შეზლონგები, პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები.  მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე უახლოეს მომავალში არდაგანის ტბის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს.


აჭარის მთავრობის წევრებმა მთავრობის თავმჯდომარეს მათი უწყებების მიხედვით მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ახლახანს გახსნილი აგრომარკეტის და დაგეგმილი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის შესახებ ისაუბრა. „გმირთა ხეივანში“ ახალ საინვესტიციო-საპროექტო წინადადებები გააცნო დამსწრეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.


სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით გაგრძელდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ წარადგინა ინფორმაცია.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 25 000 000 ლარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი 28 პროექტის დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში   შეადგენს 12 173 599 ლარს.


ბათუმის მერმა და ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გასნახორციელებელი პროექტები წარუდგინეს.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადგილობრივი მნიშვნელობის საატომობილო გზების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ანგარიში საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა გააცნო. მისი თმით, დაახლოებთ 340 გრძივი კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზა დაემატება აჭარის საავტომობილო გზებს. დეპარტამენტის უფროსმა ასევე გზებზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრულია 350-მდე ღონისძიება. აქედან 40 უკვე განხორციელებულია, 70 ღონისძიება დასკვნით ფაზაშია და ივნისის თვეში დასრულდება. რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტში  ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს 14 ახალი ხიდის მშენებლობა, სანიაღვრე არხებისა და დამცავი ზღუდარების მონტაჟი. სულ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტში გამოყოფილია 34 მლ. ლარი.  ამასთანავე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაწყებულია ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული რონისზიების ღირებულება 4 მლ. ლარს შეადგენს.


მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. 2 განკარგულების და 2 დადგენილების პროექტი მიღებულ იქნა, ხოლო კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მოწონებული იქნა მთავრობის სხდომის მიერ.


ბათუმში გოგონას ცხედარი იპოვეს

ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

 

ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია თსუ-ში

20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია „თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები: ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და ლოკალური გამოწვევები“ გაიმართება. 

ანაკლიის პორტის პროექტს ლონდონში განიხილავენ

ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებს ლონდონში, EBRD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე Outlook on Georgia 2017-ს განიხილავენ.

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია მუხიანის პირველ მ/რ, კორპ. N1-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ხის ფიცრულებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით გამწვანების აქცია ჩატარდა

ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით და ქალაქ ბათუმის მერიის  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მხარდაჭერით, ქ. ბათუმში გამწვანების აქცია ჩატარდა.

მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის პირობებს დასთანხმდა. ამასთან დაკავშირებით მან წერილი მოამზადა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან უნდა გაიგზავნოს.

Expo Georgia-ში სოფლის მეურნეობის, კვებისა და მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა იმართება

საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-17 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

თურქეთი ნატოდან გასვლის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იალჩინ ტოფჩუმ CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დადგა დრო, თურქეთის ნატოში ყოფნის საკითხი გადაიხედოს.

ვანუატუს მიწისძვრის შემდეგ ცუნამი დაემუქრა

ახალი კალედონიის ფრანგულ ტერიტორიასთან და ვანუატუს კუნძულთან მომხდარი მაგნიტუდით 7.3 წყალქვეშა მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

თსუ-ს სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში გაიმარჯვეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში გაიმარჯვა.  

ანკარაში „ლგბტ“ აქტივობები აკრძალეს

თურქეთმა დედაქალაქ ანკარაში „ლგბტ“ აქტივობის ყველა ფორმა აკრძალა. მიზეზად ის დასახელდა, რომ ასეთი დემონსტრაციები საფრთხეს წარმოადგენს "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა" და "საზოგადოების მგრძნობელობაზე".

ლავროვი ბაქოდან პასუხობს ნატოს – აზერბაიჯანის არმიაში ნატოს დღეები მიმდინარეობს

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოს მხრიდან რუსეთის აგრესიულობაში დადანაშაულება „სიცრუე“ აღმოჩნდა.

გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში გარემოვაჭრეებმა წერეთლის ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები  საპატრულო პოლიციის მიერ მათი სავაჭრო დახლების აღებას აპროტესტებენ. 

2017 წელს ცხოველთა სასაკლაოებზე 83,3 ათასი სული პირუტყვი და 2361,6 ათასი ფრინველი დაიკლა

საქსტატის მონაცემებით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის III კვარტალის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 83,3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49,4% მსხვილფეხა, ხოლო 50,6% წვრილფეხა - ცხვარი, თხა, ღორი და სხვა.

თბილისის მერმა სტრუქტურულ ერთეულებს ეფექტიანი მმართველობა დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყება დაავალა.

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფლების იმიტირებული სამედიცინო სწავლება მიმდინარეობს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულებმა - „ალფამ“, „ბრავომ“ და „ჩარლიმ“, გეგმურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. 

 

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რესურსების მართვის ახალი ონლაინსისტემა დანერგა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“  ახალი, რესურსების მართვის შვედური სისტემის, IFS-ის დანერგვა დასრულდა, რომლის მეშვეობითაც კომპანია შეძლებს, უფრო წარმატებით წარმართოს თავისი საქმიანობა და ეფექტურად გამოიყენოს თავისი რესურსები.

პროკურატურამ სავარაუდო დანაშაულის საქმეს დოკუმენტური ფილმი დაურთო

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, აჭარის ა/რ პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულის საქმეს მტკიცებულებად დოკუმენტური ფილმი დაურთო.

აზერბაიჯანში ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანის ლოკბატანის დასახლებაში მდებარე ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.