პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ჩინური კომპანიები საქართველოში ახალ საწარმოებს გახსნიან

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოში ჩინური კერძო სექტორი და სახელმწიფო კომპანიები ინვესტიციებს განახორციელებენ და საწარმოო სიმძლავრეები გაზრდიან.

"ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც დღეს გვაქვს როგორც ევროპასთან, ისე დსთ-ს ქვეყნებთან და ჩინეთთან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


"ჩვენ ვთხოვეთ დახმარება ჩინურ მხარეს, რათა "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფარგლებში, შეიქმნას ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჩინური კერძო სექტორის ხელშეწყობა საქართველოში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა კომპანია "ჰუალინგი", რომელიც  2015 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილ ინვესტორად დასახელდა.


შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ კომპანია "ჰუალინგის" ინვესტიციებმა 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და სხვადასხვა სფერო მოიცვა, მათ შორის, საბანკო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, რასაც ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა მოჰყვა.


გარდა ამისა, მან  ყურადღება გაამახვილა პეკინში ორი დღის წინ შანხაის უმსხვილეს კორპორაცია "CEFC"-სთან გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის თანახმადაც საქართველოში  ჩინური ინვესტიციით  1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ბანკი გაიხსნება, რომელიც ჩინურ ბიზნესს საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარება.


გარდა ამისა, "CEFC"-ი იქნება მეორე ჩინური კომპანია "ჰუალინგის" შემდეგ, რომელიც საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიულ ზონას შექმნის, რომელიც ქალაქ ფოთში განთავსდება.


დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის, ერთობლივი ინოვაციების ცენტრების ჩამოყალიბებასა და თავისუფალ ტურისტულ ზონებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყნის მთავრობების ხელშეწყობაზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.


დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 9 ივნისს.


ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში; 25-მდე ჩინური კომპანია უკვე წარმატებულად საქმიანობს საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა.


ისნის მეტროსთან მანქანა ქვეითს დაეჯახა

მეტროსადგური "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა 30-წლამდე კაცს დაეჯახა.

Black friday ჯიპიაი ჰოლდინგისგან – 24 %-იანი ფასდაკლება ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე

ჯიპიაი ჰოლდინგი “შავი პარასკევის“ აქციასთან  დაკავშირებით მომხარებელს ყველა სადაზღვევო პროდუქტზე ფასდაკლებას სთავაზობს.

მერი: სპეცოპერაციით დაზიანებულ ბინებში დაბრუნებას აღდგენითი სამუშოების შემდეგ შეძლებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შესვლის შესაძლებლობა საგამოძიებო მოქმედებებისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ.

რუსეთის დუმაში ნაღმს ეძებენ

მოსკოველი სამართალდამცავები ანონიმური შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო სათათბიროს შენობაში ნაღმს ეძებენ.

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მიღებული დეკლარაციით, სამიტის მონაწილეები პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს აღიარებენ.

გერმანელი მინისტრი -საქართველო ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა

„საქართველო ევროპაში,  ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა“ - გერმანიის ევროპის საკითხთა მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 5 ინიციატივა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეტი წარმატებისთვის. 

ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვყნებენ.

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და  გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია.

ლინას ლინკევიჩიუსი: საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ლიტვა ქართველი მეგობრების გვერდში დგომას განაგრძობს.

ეგვიპტეში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ცნობებით, სულ მცირე 155 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დეპუტატის აზრით, გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე გენდერული თანასწორობის საბჭომ თავისი საქმიანობის მიმოხილვა წარადგინა.

ჰოლდინგი - ClipArt-ის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს - ფოტოკოლაჟი

მედია გავრცელების სააგენტო ClipArt-ის თანამშრომლებმა დღეს სისხლი უანგაროდ გაიღეს. ისინი "სისხლის გადასხმის სადგურის" ბენეფიციარების დონორები გახდნენ.

კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

26 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7062 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7137 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.75 თეთრი შეადგინა.

25-26 ნოემბერს ყინვებია მოსალოდნელი - ციტრუსების მფლობელებს მოსავლის დროულად აღებას ურჩევენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 – 26 ნოემბერს, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა სავრაუდოდ  -1, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა. აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საქართველოს პრემიერი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს შეხვდა.

„შავი პარასკევი“ თბილისში – მითითებული %-ისა და ფასის შეუთავსებლობა

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებები თბილისის მაღაზიებში დილის 10 საათიდან დაიწყო. მიუხედავად აქციისა, თბილისის ყველაზე აქტიურ ადგილზე, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიებში ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა.

თბილისის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

საკრებულოს სხდომაზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სპეცდანიშნულების რაზმის დაღუპული წევრის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საგადასახადო კოდექსის ცვლილებები შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.