კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს სისტემური ხედვა აკლია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ წელს სახალხო დამცველის 223 რეკომენდაციის გაზიარება მოხდა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ანგარიშს სისტემური ხედვა აკლია.

სოფო კილაძე ამბობს, რომ არის გარკვეული საკითხები, რასაც კატეგორიულად ვერ დაეთანხმება. წინა წლის რეკომენდაციებიდან კი თითქმის ყველა შესრულებულია.

"ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ პროკურატურაში და სასამართლოში არის დადებითი ტენდეციები. ხორციელდება რეფორმები. 11 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით შსს-თან მიმართებით არის საკითხები, რასაც არ ვეთანხმებით. როცა პარლამენტში სახალხო დამცევლის ანგარიშის მოსმენები მიმდინარეობდა, უჩა ნანუაშვილამ ვერ დაგვისაბუთა, თუ რას მიიჩნევდა ის მიზანშეწონილად ბათუმის ინციდენტთან დაკავშრებით და როდის უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო იმისთვის, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფილიყო სახელმწიფოს ქმედება. ვფიქრობთ, რომ ბათუმის თემაზე სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატური ქმედებები იყო. იქ ზედემტი ძალის გამოყენება დააზარალებდა ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა კილაძემ.

"რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ჩვენ დავემორჩილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდით ეს არ იყო მართებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ნამდვილად არ იყო არაკონსტიტუციური. საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით იყო გარკვეული შეკითხვები. რაც შეეხება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ მოქმედ კანონს, საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შევიმუშავეთ ეს კანონი და ამდენი განხილვების შემდეგ ვერ გავიზიარებთ იმას, რომ ამ კანონში არის რამე არაკონსტიტუციური. სარჩელი არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ვნახოთ რას გადაწვიტავს სასამართლო, ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშს აკლია სისტემური ხედვა. ",- აღნიშნა  - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს, 2016 წლის ანგარიშით წარსდგება. 827 გვერდიან დოკუმენტში განხილულია ციანიდის საქმე, ბათუმის მოვლენები, კორცხელის ინცინდენტი, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითრებული მოვლენები და სხვ.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის ანგარიში კრიტიკული იქნება.

მართველი გუნდის განცხადებით, სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშები ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებულია და წელს კრიტიკულ ანგარიშს არ ელოდებიან.


უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები ფოთში არიან

ფოთის პორტში, ცოტა ხნის წინ, ბორანი, სახელწოდებით "ვილნიუსი" შემოვიდა, რომელზეც უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან.

"ნუმა" - ხმელთაშუა ზღვაში ახალი შტორმი ძლიერდება

ხმელთაშუა ზღვაში ახალი შტორმი წარმოიქმნა, რომელიც თანდათან ძლიერდება. ბერლინის უნივერსიტეტის სპეციალისტები "ნუმას", ხოლო, ათენის ეროვნული ობსერვატორია "ზენოს" უწოდებს.

საქართველოს რკინიგზას დავით ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა ბახტაძეს დავით ფერაძე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ანტალიის შემდეგ სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ესტუმრა. სერგეი ლავროვმა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისგან "თბილი მოკითხვა" გადასცა.

ავარია მცხეთა-თბილისის გზაზე - არიან დაშავებულები

მცხეთა-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თეთრ სახლში შეღწევის მცდელობისათვის ერთი ადამიანი დააკავეს

ამერიკის პოლიციამ თეთრი სახლის გარე პერიმეტრზე სამართალდამრღვევი დააკავა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის საიდუმლო სამსახურმა გაავრცელა.

მსხვერპლით დასრულებული ქველმოქმედება - მაროკოში მასობრივ ჭყლეტაში 15 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში, ეს-სუვეირას პროვინციაში მდებარე სოფელ სიდი ბოულამალში ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან არაორგანიზებულად გამართული საქველმოქმედო აქცია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიცია ისრაელის პრემიერს დაკითხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს დღეს პოლიციაში დაკითხავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებისგან ძვირდღირებული საჩუქრები მიიღო.

 

 

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა დასრულდა

მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა.

ჩინეთის ელჩი - გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

გიორგი კვირიკაშვილი დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში - ეს განცხადება ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების პრეზენტაციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა.

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციასთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ-ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

23 ნოემბერს პატრიარქი 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ავღანეთისა და უცხო ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმმა ერთად ჩაატარეს. ინფორმაციას "როიტერსზე" დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, "ივენთ ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე  დაესწრნენ.

 

განათლების მინისტრის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი დევიდ ლინჩის Mulholland Drive-ია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამერიკელ რეჟისორს დევიდ ლინჩს შეხვდა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ისეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი, როგორიც ლინჩია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

რუსთავში, ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს

ზიმბაბვეში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ლიდერის პოსტიდან გადააყენა. აღნიშნული თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.