კატეგორიები

ბათუმში შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ბათუმი შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 

კონფერენცია, დღეს, სასტუმრო “შერატონ ბათუმში“ გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.


მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ რიგით მე-6საერთაშორისო კონფერენციას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს და იგი სწორედ ბათუმში ტარდება, რაც კიდევერთხელ უსვამს ხაზს შავი ზღვის კავკასიის რეგიონში ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობას. „რეგიონალურიბაზრის ზრდიდან გამომდინარე, ბათუმის ნავსადგურს, როგორც საკვანძო მნიშვნელობის პორტს, აქვს უდიდესი პოტენციალიიყოს ლოგისტიკური ცენტრი არა მარტო ქვეყნის, არამედ შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით. რეგიონში საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ღია დისკუსიების გამართვა და ერთმანეთში იდეების გაცვლა-გაზიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს შავი ზღვის ნავსადგურების განვითარებას, მათ შორის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის განვითარებას დატრანსპორტირების გაზრდას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.


მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთიშინაარსის ღონისძიებების ჩვენს რეგიონში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის, როგორც საქმიანი ტურისტულიადგილის პოპულარიზაციისთვის: “მინდა აღვნიშნო, რომ გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, რომელსაც კონფერენცია ატარებს,ჩემთვის ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბათუმი ბოლო წლებია იქცა საქმიანი ტურიზმის ნამდვილ ცენტრადაც, სადაცინტენსიურად იმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებები, კონფერენციები, ბიზნეს-ფორუმები დაფესტივალები“.


ღონისძიებაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მმართველი კომპანიის, ICTSIვიცე პრეზიდენტმა ჰანს-ოლე მადსენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფერენციის მნიშვნელობას, სადაც ინტენსიურადხდება იდეების გაცვლა და ინოვაციური გზების ძიება. „შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისოკონფერენცია არის სწორედ ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათ გაერთიანდნენ და გაცვალონ იდეები თუროგორ შეიძლება გამოინახოს საუკეთესო გზები რათა ერთობლივად წარადგინონ რეგიონი მსოფლიოს წინაშე“- დასძინა მან.


კონფერენციის მასპინძელ მხარეს წარმოადგენენ BICT-ს მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი და BSP-ს გენერალურიდირექტორი მურატ ჯუმადილაიევი. ორდღიან კონფერენციაში 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატიღებულობს მონაწილეობას. საკვანძო საკითხებსა და გამოწვევებზე გლობალური ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სფეროსშესახებ 30 სპიკერმა ისაუბრა. კონფერენციის საგამოფენო ნაწილში 40-მდე კერძო კომპანია, ორგანიზაცია და სახელმწიფოსააგენტოა წარმოდგენილი. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.


კონფერენციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაციის (ICTSI)შვილობილი კომპანია ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური (BSP).



პრემიერი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდან შემოსული თანხაც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული შშმ პირი კომპანიის ავტოსადგომზე შეუძლოდ გახდა

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მეორე ჯგუფის შშმ პირი, რომელსაც საქარე მინაზე შშმ პირობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა გაკრული, კომპანიის საჯარიმო ავტოსადგომზე 5 საათზე მეტი გააჩერეს, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ მიიღებენ იმ ნორმას, რომელსაც უარყოფითი შეფასება ექნება

"არ ვაპირებთ ნორმის მიღებას, რომელსაც ექნება ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ შრი-ლანკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.  

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას გააღრმავებს

"ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ.

კომიტეტის თანათავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა და მისი ზოგიერთი ასპექტი წინააღმდეგობრივია.

პირველი ვიცე-პრემიერი ჩინეთის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან.

დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, დელისის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა. 

თემქაზე მომხდარი კაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თემქაზე დაჭრილი აშშ-ის მოქალაქის, 26 წლის კაცის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

პასპორტის უქონლობის გამო, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ გაასაჩივრებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტის უქონლობის გამო, ის ხელისუფლების მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს.

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილმა ანტისემიტური განცხადების გამო პრესმდივანი გაათავისუფლა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ანტისემიტური განცხადებების გამო, პრესმდივანი დარინა ჩიჟი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის 459 ათასი ლარი გამოიყოფა

ბათუმში, 16 აგვისტოს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა ნახევარ მილიონამდე ლარით დაეხმარება. 

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა, საპატიო კონსულად კი "რომპეტროლ საქართველოს" მფლობელი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა.

მზიურის პარკთან ავარია მოხდა

მზიურის პარკთან ავარია მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს დაეჯახა.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.