კატეგორიები

კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები საქართველოს რეგიონებში გრძელდება

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების პროექტს ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო.

საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართულ შეხვედრის მონაწილეებს, კონსტიტუციური ცვლილებების ძირითადი არსი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო.


საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები 2010 წელს განხორციელდა, რომელიც მმართველობის სისტემის მრავალ ხარვეზს და იურიდიული ტექნიკის გაუმართავ ნორმებს შეიცავს. მამუკა მდინარაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად მომზადდა და ძირითადი ყურადღება არსებით სიახლეებზე გაამახვილა.


“ძლიერი პარლამენტი ეს არის საპარლამენტო ქვეყნების მოწყობის ფუნდამენტი. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილებებით ძლიერდება პარლამენტის როლი, რაც ოპოციზიისთვის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებით და მთავრობის პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდით გამოიხატება“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.


მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის ე.წ. ბონუსის მინიჭებას, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას და პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო. ფრაქციის თავმჯდომარე მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მიწას განსაკუთრებულ რესურსად მიიჩნევს და შესაბამისად, მისი განკარგვისთვის სპეციალურ ორგანულ კანონს აწესებს. მანვე შრომითი უფლებების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შრომითი ინსპექცია, რომელიც 2006 წელს გაუქმდა, 2015 წლიდან ისევ აგრძელებს მუშაობას და ხელისუფლება ზრუნავს შრომითი უფლებების კიდევ უფრო დახვეწის მიმართ დამატებითი ღონისძიებები გაატაროს.


საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრეს. გამომსვლელების ძირითადი კრიტიკა ე.წ. ბონუსის სისტემის შემოღებას და მისი გაუქმების მოთხოვნას უკავშირდებოდა. გიორგი წერეთელმა კონსტიტუციური პროექტის ერთ-ერთ დადებით სიახლეზეც ისაუბრა და ამ მხრივ ყურადღება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე გაამახვილა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაზეა საუბარი. ირმა ინაშვილმა თავისი პოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვების მნიშვნელობაზეც გამოხატა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგი კონსესუსის მიღწევას და პოზიციების შეჯერებას უნდა ემსახურებოდეს.


ზესტაფონში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმაც მიმართა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით მომზადდა, რათა ქვეყანის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება არ შეფერხდეს და უკეთესი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. ანრი ოხანაშვილი კონსტიტუციის მეორე თავს და იქ მოცემულ მნიშვნელოვან სიახლეებსაც შეეხო, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს კონსტიტუციურ დონეზე განამტკიცებს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციაში ცალკე მუხლად გაიწერება სოციალური სახელმწიფოს არსი, რაც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.


გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ადგილობრივები მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, უცხოელ მოქალაქეებზე მიწის პრივატიზების, პრეზიდენტის არჩევის და საპარლამენტო მმართველობის ძირითად პრინციპებით დაინტერესდნენ. დასმულ კითხვებთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა მოსახლეობას საკუთარი პოზიციები გააცნეს და დამატებითი განმარტებები გააკეთეს.


კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით გაგრძელდება.


 



ხანძარი თიანეთში - ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს

თიანეთში ჟინვალის მისადგომებთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლი კვლავ გაჩნდა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გლდანში გაჩნდა

თბილისში, გლდანში ხანძარია. ცეცხლი ხევში ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ბორჯომში, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.  

ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია ნახევარი ჰექტარი ფართობი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პატრიარქი სტიქიასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოში აზერბაიჯანმა დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბაქოდან საქართველოში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ინფორმაციას 1tv.ge აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ბოშურში ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს.

ატენში მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება

ატენში ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს უთხრეს, რომ ადგილზე მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი მსოფლიოში ყველაზე დიდია

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 მსოფლიოში ყველაზე დიდია. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, საქართველოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურჩაშიც გაიხსნება.

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოაგზავნა

ხანძართან გასამკლავებლად საქართველოს ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოუგზავნა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ბორჯომის ხეობაში ღამის განმავლობაში ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.