ქართველი მეღვინეები ბორდოს ღვინის გამოფენაზე ღირსეულად წარდგენის პირობას დებენ

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დაგეგმილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ბორდოსა და პარიზში გაიმართა.

ქართული მხარის წარმომადგენლები საფანგეთში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ საქართველო ბორდოს გამოფენაზე ღირსეულად წარსდგება, რის საფუძველსაც ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები იძლევა.


საქართველოს მხრიდან შეხვედრებში  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე, ასოციაცია "ქართული ღვინოს" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე მონაწილეობდნენ.


ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა 2017 წელს გაიხსნება. საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მევენახეობა-მეღვინოების გამოფენათა ციკლს გახსნის და რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის მასპინძლის საპატიო სტატუსს ატარებს. 


გამოფენის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს იგეგმება.  გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, ფილმების ჩვენებები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს გაიცნოს ქართული ღვინო და ქართული ღვინის კულტურა და ისტორია.


მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი, 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა. 14 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრი, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებითაა გამორჩეული.


ზაზა სოფრომაძე: ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია

ბათუმში მომხდარ ხანძარს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე გამოეხმაურა. მან არ გამორიცხა, რომ "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.

პრეზიდენტი - შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შს მინისტრი: სასტუმროში სახანძრო ნორმები დარღვეული იყო

შს მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში მომხდარ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო. მინისტრი საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

შსს ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

პრემიერი შემთხვევის ადგილზე იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო, ბრიუსელიდან, თბილისის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმში დაჯდა

საქარველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

სასტუმროდან 120 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

სასტუმრო "ლეო გრანდიდან", სადაც ხანძარი გაჩნდა, 120 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რამდენიმე თვის წინ "ლეო გრანდი" ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის უქონლობის გამო დააჯარიმეს

ვრცელდება ინფორმაცია რომ ტურიზმის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ სასტუმრო "ლეო გრანდი" ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობის გამო დააჯარიმა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ხანძრის დროს სასტუმროში "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ - ყველა უსაფრთხოდაა

ბათუმში, "ლეო გრანდში" "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ. ისინი უვნებლად არიან და მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

შსს: სასტუმრო "ლეო გრანდში" გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 12 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო, მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა. სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულ არცერთ ადამიანს დამწვრობა არ აღენიშნება. ისინი საავადმყოფოში საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს.

"ლეო გრანდიდან" დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ

"ლეოგრანდიდან" დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ - ინფორმაციას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ავრცელებს.

სამი მეხანძრე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძართან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ბათუმში სასტუმროში ხანძრის შედეგად მეხანძრე დაშავდა

ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

აჭარაში 12 ათასი აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი

შეზღუდვა გაზმომარაგებაში. ბუნებრივი აირი აჭარის რეგიონში 12 ათას აბონენტს არ მიეწოდება.

ქედაში სამ დაკარგულ კაცს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტში გამგეობა სამ მამაკაცს ეძებს, რომლებიც ახლობლები ინფორმაციით საზაფხულო სახლში გუშინ წავიდნენ, დღეს დილიდან კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.