კატეგორიები

საქართველოს საგარეო მინისტრი ევროსაბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს

2017 წლის 18- 19 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კვიპროსს ეწვია, სადაც მონაწილეობს ქ. ნიქოზიაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებულია ევროპაში არსებული კონფლიქტებისა და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლის განხილვა. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.


მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე "კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც წარმოადგენს მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილს და საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კულტურული ძეგლების განადგურება და მიგრაცია.


ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.


 



ხანძარი თიანეთში - ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს

თიანეთში ჟინვალის მისადგომებთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლი კვლავ გაჩნდა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გლდანში გაჩნდა

თბილისში, გლდანში ხანძარია. ცეცხლი ხევში ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ბორჯომში, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.  

ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია ნახევარი ჰექტარი ფართობი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პატრიარქი სტიქიასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოში აზერბაიჯანმა დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბაქოდან საქართველოში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ინფორმაციას 1tv.ge აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ბოშურში ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს.

ატენში მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება

ატენში ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს უთხრეს, რომ ადგილზე მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი მსოფლიოში ყველაზე დიდია

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 მსოფლიოში ყველაზე დიდია. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, საქართველოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურჩაშიც გაიხსნება.

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოაგზავნა

ხანძართან გასამკლავებლად საქართველოს ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოუგზავნა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ბორჯომის ხეობაში ღამის განმავლობაში ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.