კატეგორიები

ექსპერტი "არაბული ნატოს" შესაძლო შექმნას ირანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს

ექსპერტი ვახტანგ მაისაია სამხედრო გაერთიანების "არაბული ნატო" შესაძლო შექმნას ირანის შესაკავებლად მიმართულ ქმედებად მიიჩნევს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მან შემდგომში რუსეთის წინააღმდეგაც იმოქმედოს.

 

ექსპერტის განმარტებით, არაბული კოალიცია, ფაქტობრივად, უკვე მოქმედებაშია, რადგან არაბულ სახელმწიფოებს ჩამოყალიბებული აქვთ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ეგიდით "ისლამური სახალიფოს" წინააღმდეგ სირიასა და ერაყშისაბრძოლო ოპერციებიხორციელდება. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომირანის მიმართ სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავისი ანგარიში გააჩნიათ, "არაბული ნატოს" ჩამოყალიბება, სწორედ, ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული.


მისივე თქმით, "თუ გავითვალისწინებთ ირანის თავდაცვის მინისტრის აგრესიულ განცხადებას საუდის არაბეთის წინააღმდეგ, ასევე იემენში არსებულ ურთულეს მდგომარეობას, ალიანსის შექმნა კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას რეგიონში და შეიძლება თავისი გავლენა იქონის სხვა რეგიონებზეც“.


რაც შეეხება "არაბული ნატოს" შესაძლო გავლენას სირიის პროცესებზე, ექსპერტის ვარაუდით, კავშირში შემავალი ქვეყნები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ, და პარალელურად შეეცდებიან ირანის შეკავებას.ამ პროცესებში კი თურქეთს "პირველის" რესპონდენტი მედიატორის როლს უწინასწარმეტყველებს.


"თურქეთი ცდილობს ურთიერთობები დააბალანსოს ირანთან, მიუხედავად იმისა, რომ მათაც გააჩნიათ დაპირისპირება, მაგრამ არა ისეთი, როგორც არაბულ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, თურქეთი შეეცდება მედიატორის როლი ითამაშოს", - აღნიშნა მაისაიამ.


სამხედრო ექსპერტის განცხადებით, "აღნიშნული გაერთიანების შექმნის იდეა იემენის კონფლიქტმა გამოიწვია, მაგრამ იემენის და სიირიის კონფლიქტები დამაკავშირებელი რგოლი იქნება, რადგან ორივეგან ირანი და რუსეთი მონაწილეობს.


"ეს ანტიირანული ორიენტაციის რომ არის გასაგებია, მაგრამ რამდენად იქნება ანტირუსული, დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს, მაგრამ იმის ფონზე, რომ რუსეთი ირანის სტრატეგიული და სამხედრო მოკავშირეა, ეს შეიძლება ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგაც იყოს განხილული", - განმარტა მან.


მისივე თმით, ამ გაერთიანების შექმნას საქართველოზე, ჯერჯერობით, გავლენა არ ექნება, რადგან ის იემენზე და ახლო აღმოსავლეთზე იქნება მიმართული.


ექსპერტის ვარაუდით, საუდის არაბეთის ირგვლის გაერთიანებულ არაბულ სახელმწიფოების ალიანსში პაკისტანიც შევა. აქედან გამომდინარე, მათ ბირთვულ ირაღზეც ექნებათწვდომა.


რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის მიერ საუდის არაბეთის იარაღით მომარაგებასთან დაკავშირებით, ვახტანგ მაისაიას აზრით,ამერიკას უნდა, რომ იარაღის ბაზარზე მონოლოპური მდგომარეობა შეინარჩუნოს.


გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმააცია, რომ შაბა–კვირას, რდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქში ჩავა, "არაბული ნატოს" შექმნის ინფორმაციას გააჟღერებს. მედიის ინფორმაციით, აშშ ზემოხსენებულ გაერთიანებაში არ გაწევრიანდება, თუმცა მას მხარდაჭერას გაუწევს. გაერთიანებაში, სავარაუდოდ, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიშევლენ. ასევა გავრცელდა ცნობა, რომ აშშ საუდის არაბეთს თავდაპირველად 128 მილიარდი დოლარის იარაღს მიაწვდის და შემდეგი 10 წლის განმავლობაში მიწოდებული შეიარაღების მოცულობას 350 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.



"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

ბარსელონის ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი წაუყენეს.

"ლეიბორისტულ პარტიას" სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ბარსელონის ტერაქტში 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

სემეკმა „თელასის“ სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

სემეკში შალვა ნათელაშვილის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სემეკში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა, "თელასის" სატარიფო განაცხადების განხილვა გადაედო.