დეკანოზი სასამართლოს დაინტერესების შემთხვევაში მისი პირადი მიმოწერის გასაჯაროების მომხრეა

დეკანოზ გიორგი მამალაძე, რომელსაც მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობა ედება განაცხადა, რომ სასამართლოს დაინტერესების შემთვევევაში მისი პირადი მიმოწერა უნდა გასაჯაროვდეს, რადგან მას დასამალი არაფერი აქვს.

ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულმა დღეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა.


პროკურატურის განცხადებას, რომელიც საქმეში გიორგი მამალაძის ინტიმური ცხოვრების დეტალების არსებობას ეხებოდა, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა რამდენიმე სიტყვით უპაუხა: "არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს".


მამა გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ სამქ მკვლელობის მცდელობას ეხება და არა მის პირად ცხოვრებას.


"ასეთი კითხვა მექნება - აქ ჩვენ განვიხილავთ ჩემი როგორც მოქალაქის და სასულიერო პირის ცხოვრებას, თუ მკვლელობის მომზადების მცდელობას?! ჩემი პირადი მიმოწერა უშუალოდ საქმესთან კავშირში არ არის, თუმცა თუ სასამართლოს სურს გასაჯაროვდეს, პრობლემა არ მაქვს",- აღნიშნა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობაზე დათაბიროდ გავიდა, რომელიც სასამართლო სხდომების დახურვას ეხება.


დღეს, საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა.


მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.



დეკანოზის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში, საოპერაციოდ ამზადებდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დეკანოზს გერმანიაში გამგზავრება სურდა, გამგზავრებამდე ირაკლი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი "სარგებელს" სთავაზობდა. პროკურატურამ ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადასტურა.



გარდა ამისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.


მოგვიანებით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმა.


"გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- აღნიშნულია ბრალდებაში.


ბრალდებულს ამ დრომდე გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული პროკურატურასთან, რის გამოც დეკანოზის პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობია.


ისნის მეტროსთან მანქანა ქვეითს დაეჯახა

მეტროსადგური "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა 30-წლამდე კაცს დაეჯახა.

Black friday ჯიპიაი ჰოლდინგისგან – 24 %-იანი ფასდაკლება ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე

ჯიპიაი ჰოლდინგი “შავი პარასკევის“ აქციასთან  დაკავშირებით მომხარებელს ყველა სადაზღვევო პროდუქტზე ფასდაკლებას სთავაზობს.

მერი: სპეცოპერაციით დაზიანებულ ბინებში დაბრუნებას აღდგენითი სამუშოების შემდეგ შეძლებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შესვლის შესაძლებლობა საგამოძიებო მოქმედებებისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ.

რუსეთის დუმაში ნაღმს ეძებენ

მოსკოველი სამართალდამცავები ანონიმური შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო სათათბიროს შენობაში ნაღმს ეძებენ.

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მიღებული დეკლარაციით, სამიტის მონაწილეები პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს აღიარებენ.

გერმანელი მინისტრი -საქართველო ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა

„საქართველო ევროპაში,  ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა“ - გერმანიის ევროპის საკითხთა მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 5 ინიციატივა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეტი წარმატებისთვის. 

ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვყნებენ.

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და  გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია.

ლინას ლინკევიჩიუსი: საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ლიტვა ქართველი მეგობრების გვერდში დგომას განაგრძობს.

ეგვიპტეში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ცნობებით, სულ მცირე 155 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დეპუტატის აზრით, გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე გენდერული თანასწორობის საბჭომ თავისი საქმიანობის მიმოხილვა წარადგინა.

ჰოლდინგი - ClipArt-ის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს - ფოტოკოლაჟი

მედია გავრცელების სააგენტო ClipArt-ის თანამშრომლებმა დღეს სისხლი უანგაროდ გაიღეს. ისინი "სისხლის გადასხმის სადგურის" ბენეფიციარების დონორები გახდნენ.

კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

26 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7062 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7137 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.75 თეთრი შეადგინა.

25-26 ნოემბერს ყინვებია მოსალოდნელი - ციტრუსების მფლობელებს მოსავლის დროულად აღებას ურჩევენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 – 26 ნოემბერს, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა სავრაუდოდ  -1, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა. აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საქართველოს პრემიერი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს შეხვდა.

„შავი პარასკევი“ თბილისში – მითითებული %-ისა და ფასის შეუთავსებლობა

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებები თბილისის მაღაზიებში დილის 10 საათიდან დაიწყო. მიუხედავად აქციისა, თბილისის ყველაზე აქტიურ ადგილზე, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიებში ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა.

თბილისის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

საკრებულოს სხდომაზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სპეცდანიშნულების რაზმის დაღუპული წევრის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საგადასახადო კოდექსის ცვლილებები შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.