კატეგორიები

საქართველოში 2017 წლის I კვარტალში 8021,2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული

საქსტატის ცნობით, საქართველოში 2017 წლის I კვარტალში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა და მათ მიერ 8021,2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული. საიდანაც 39,6% მოდის მსხვილფეხა პირუტყვის და 42,3% - ფრინველის ხორცზე.

სასაკლაოებიდან 18,9% მდებარეობს იმერეთში, 17,6% - ქვემო ქართლში, 14,9% - კახეთში, 13,5% -
შიდა ქართლში, 12,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 23,0% სხვა რეგიონებშია
განთავსებული.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში
დაკლულია 74,4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 56,3% მსხვილფეხა, ხოლო 43,7% - წვრილფეხა
(ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული
ფრინველის რაოდენობა 2463,2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.


მომსახურება გაეწია 15,0 ათას პირს, საიდანაც 21,9% შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები)
სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 814 კაცი
შეადგინა.


ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის დაკვლა - 24,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 8,8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 23,5 ლარი.


2017 წლის I კვარტალში საქართველოში 41 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა,
რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (39,0%) და თბილისში (26,8%) იყო განთავსებული. მოქმედი
სამაცივრე მეურნეობების 17,1% მდებარეობს იმერეთში, 9,8% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
ხოლო დანარჩენი 7,3% სხვა რეგიონებშია განთავსებული.


2017 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 5699 მომხმარებელს, მწარმოებელთა და
გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 307 ერთეული შეადგინა,
ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1003 კაცით განისაზღვრა.


2017 წლის I კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 67,7 ათასი ტონა
პროდუქცია, მათ შორის 64,3%-ი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 12,8% პირუტყვის ხორცი და
ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8,8% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას
უმნიშვნელო წილი ჰქონდა.


სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2017 წლის I კვარტლის განმავლო-
ბაში შესყიდულია 3,6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,6 მლნ. ლარი
შეადგინა.


2017 წლის I კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 24,4 მლნ. ლარის
ღირებულების (7.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი
ნაწილი (61,7%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული
ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 88,0% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის
მნიშვნელოვან მოცულობას ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათლით) (34,6%),
ქათმის ხორცი (23.3%) და თევზეული (17.9%) წარმოადგენდა.


სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული
იქნა რეალიზებული.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად
კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 74,2%-ს, თებერვალში - 69,7%-ს, ხოლო მარტში -
65,6%-ს.


2017 წლის I კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (64,1%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 15,4% ფუნქციონირებს ქ.
თბილისში, 12,8% - შიდა ქართლში, 5,1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 2.6% გურიის რეგიონშია წარმოდგენილი.


2017 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 40 მომხმარებელს, მწარმოებელთა და
გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 71 ერთეული შეადგინა,
ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1001 კაცით განისაზღვრა.


2017 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 214,5 ათასი
ტონა პროდუქცია, რომლის 82,8%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი,
კარტოფილი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.


2017 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 39,2 მლნ. ლარის ღირებუ-
ლების 64,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 65,3% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.


ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე
ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ
გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 92,0%.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ
(პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 65,3%-ს, თებერვალში - 58,5%-ს,
ხოლო მარტში - 58,6%-ს.



ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

ბარსელონის ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი წაუყენეს.

"ლეიბორისტულ პარტიას" სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ბარსელონის ტერაქტში 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

სემეკმა „თელასის“ სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

სემეკში შალვა ნათელაშვილის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სემეკში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა, "თელასის" სატარიფო განაცხადების განხილვა გადაედო. 

"სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე" საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია ცხადდება

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, "სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე" მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს.