სამტრედიაში კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამტრედიის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო.

მან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.


“ყველა ვთანხმდებით, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ არის ქმედითი, ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ოთხთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოამზადა პროექტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება. მან ისაუბრა ადამიანის უფლებების ახალ ნორმებზე, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში ჩაიწერა. კერძოდ, კონსტიტუციას ემატება ახალი ძირითადი უფლებები, რომელიც მანამდე არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით: ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, ქალისა და მამაკაციოს თანასწორობის ძირითადი უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ძირითადი უფლება, ინტერნეტის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა.


“კონსტიტუციაში ყველა მიმართულებით ხორციელდება პროგრესული და ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ დონეზე გამყარებას ითვალისწინებს. ასევე ცვლილებები მმართველი სისტემის ძირითად ინსტიტუტებსაც შეეხება. საუბარია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიმართ გატარებულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.


მამუკა მდინარაძემ პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის მიმართ.ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მან ოპოზიციის როლის გაძლიერება დაასახელა.


“უმცირესობას ექნება საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. დღეს მხოლოდუმრავლესობას შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. უმრავლესობის ეს უფლება იქცევა უმცირესობისუფლებად, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლსპარლამენტის შიგნით“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო სისტემის მხრივ განხსახორციელებელ ცვლილებაზე, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე, ბონუსის სისტემის დადებით მხარეებზე.


“არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა ე.წ. ბონუსი, რათა დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, სერგო რატიანმა და აკაკი ბობოხიძემ ისაუბრეს.


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება ხორციელდება, რომელიც მისთვის მისაღებია, თუმცა დეპუტატისთვის მიუღებელია ბონუს სისტემა. „ჩვენთვის მიუღებელია, რომ გამარჯვებული პარტია სრულად ითვისებს გაუნაწილებელ მანდატებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. იგი მიწის გასხვისების საკითხსაც შეეხო და მისი განკარგვის წესის განსაზღვრა კონსტიტუციურ დონეზე მოითხოვა. ბონუს სისტემის საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმაც გააკრიტიკა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების რიგ საკითხებთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა ჩატარდეს. აკაკი ბობოხიძემ ახალი რედაქციით შემოთავაზებული პრეზიდნტის არაპირდაპირი არჩევის წესი გააპროტესტა. დეპუტატის მიერ ხელისუფლების კრიტიკას მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.


უმრავლესობის წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანონმდებლების მიზანია შეიქმნას ისეთი სისტემა, როდესაც ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ მანდატი მისცენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დააკომპლექტებს მთავრობას. მან, ასევე, ისაუბრა პოლიტიკური ბლოკების გაუქმების თაობაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.


კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი რედაქციით შემოთავაზებულ წესზე, პრეზიდენტის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა.


“კონსტიტუციის შინაარსი თქვენთან შეხვედრით ყალიბდება, რადგან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხოლოდ პროექტი მოამზადა, ხოლო საბოლოო ვერსია მოსახლეობასთან შეხვედრით და მოქალაქეების მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის კითხევს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისევის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, საბანკო კრედიტები.


კონსტიტუციური კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 მაისს, ხულოში და სიღნაღში გაიმართება.


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება

"აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება – ერთ თვეში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა". 

პროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის ცემისთვის დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ა.კ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თურქეთმა აფრინის რაიონში ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბა

თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე მყოფი ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან კიდევ ერთხელ დაბომბა. 

თურქეთმა აფრინის რაიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. თურქეთმა საბრძოლო დახმარება აღმოუჩინა ოპოზიციურ "სირიის თავისუფლების არმიის" მებრძოლებს ქურთთა სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამერიკაში 31 წლის ქართველი ექიმი მოკლეს

ამერიკაში 31 წლის ქართველი, დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.
"პირველს" ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, რომ შემთხვევა ამერიკის ქალაქ ლუისვილში მოხდა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა. 

იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. 

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გლდანში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.კ. თბილისში დააკავეს. 

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დაპარტამენტში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან ზღვის ძუძუმწოვრის(დელფინის) გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება.

სამებაში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 708 ბავშვს მონათლავს. 

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ქაბულში სასტუმრო "ინტერკონტინენტალზე" თავდასხმისას სულ მცირე ხუთი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს ცნობით, თავდამსხმელები ლიკვიდირებულები არიან.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს დაინიშნა

31 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება. მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

ქაბულში სასტუმროში შეჭრილი ტერორისტებიდან ორი ლიკვიდირებულია

"სპეცრაზმელებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს", - განუცხადა BBC-ს ქაბულის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასტრა რაჰიმიმ.

გიორგი ჭანტურიას დის დაკითხვა დასრულდა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას დაკითხვა დასრულდა. 

ქაბულის ერთ-ერთ სასტუმროში 4 ტერორისტი შეიჭრა - თავდამსხმელები სტუმრებს ესვრიან

ქაბულის სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელებმა ცეცხლი სტუმრების მისამართით გახსნეს. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პოლიტიკური მიზნები საბოლოოდ ჩამოაყალიბეს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისი ქმედებები დაგეგმეს.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ჭანტურია და მისი და განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული  გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

მტკვარში 50 წლამდე ქალის გვამი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.