კატეგორიები

10 ლარით მოგებული 2017 წლის Toyota RAV4 – adjarabet.com

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა.

სამაგიდო გრანპრის აქციის ფარგლებში 8 კვირის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს თამაშდება ფულადი პრიზები და უახლესი Toyota RAV4.


გათამაშების ბილეთების დაგროვება შესაძლებელია ნარდის, დომინოს, ბურასა და იაპონური ჯოკერის ქეშ მაგიდებზე. თითოეულ მოთამაშეს შეუძლია მაქსიმუმ 220 ბილეთის დაგროვება.


გათამაშების ფარგლებში უკვე გამოვლენილია 15 იღბლიანი გამარჯვებული, 12 მათგანს გადაეცათ ფულადი პრიზები, სამი კი Toyota RAV4-ის მფლობელი გახდა. კუთვნილი მანქანების გადასაფორმებლად გამარჯვებულები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ უკან კი უკვე ახალი Toyota RAV4-ით დაბრუნდნენ - ფოთში, ქუთაისში და მცხეთაში.


რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ მანქანა მოიგეთ?


ნანი: ჩემი ემოციები არ იკითხოთ. სულ მთლად გადავირიე. ჩემმა ძმიშვილმა რომ დამირეკა და მითხრა, არც ვუჯერებდი. მერე ჩემს ბიჭს დაურეკა მისმა მეგობარმა, შენი დის ხმა იყო აშკარად ტელევიზორში, მანქანა მოიგეთო. გადარეულები ვიყავით მთელი ოჯახი.


შალვა: პირველ გათამაშებაში სულ რაღაც 9 ბილეთი გვქონდა, ჯამურად 10 ლარზე მეტი არ გვითამაშია ასე რომ საერთოდ არ ველოდებოდი მოგებას. მე საზღვარგარეთ ვიყავი წასული და ტელეფონს დედაჩემმა უპასუხა. მაშინვე დამირეკა დედამ და მახარა. თავიდან არ მჯეროდა, ხომ არ მეხუმრება მეთქი.


ნარგიზა (დედა): შალვა წასული იყო და მე მქონდა მისი ნომერი ჩართული. არ ვიცი წინათგრძნობა იყო თუ რა, მაგრამ გათამაშების დაწყებამდე ნახევარი საათით ვუთხარი მეუღლეს, დაგვირეკავენ მეთქი. მანქანაზე ვიხუმრე, ჩემია ეს მანქანა მეთქი. ჰოდა გამართლდა კიდეც.


ასიმი: რაღაც გათამაშება რომ იყო, კი ვიცოდი, მესიჯიც მომდიოდა ხოლმე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ რამეს მოვიგებდი, მითუმეტეს მანქანას. ერთხელ ჩემმა ძმაკაცებმა დამირეკეს და მეხუმრეს, მანქანა მოიგეო და ისევ მეგონა რომ ვიღაც მეხუმრებოდა. ძლივს დავიჯერე.


რომელ სამაგიდო თამაშებს თამაშობთ ხოლმე ყველაზე ხშირად?


ნანი: ყველაზე ხშირად იაპონურ ჯოკერს და დომინოს. ოღონდ ამ აქციის შესახებ არც ვიცოდით და ბილეთები დაგვიგროვებია თურმე. ტელეფონს ჩემმა ძმიშვილმა უპასუხა, იმას აქვს ეს ტელეფონის ნომერი და წარმოდგენა არც მას ჰქონდა. კიდევ კარგი უპასუხა ზარს, არ იყენებს ხოლმე მაგ ნომერს. თავიდან ეგონა ვიღაც ეხუმრებოდა. მერე თურმე გიორგი ბახუტაშვილის ხმა უცნია.


შალვა: წლებია უკვე აჭარაბეთზე ნარდს ვთამაშობ, ხანდახან პოკერს და ტოტალიზატორსაც.


ასიმი: დიდი ხანია აჭარაბეთის ერთგული მომხმარებელი ვარ. სამაგიდო თამაშებს რაც შეეხება, ყოველდღე ვთამაშობ დომინოს. მეც და მამაჩემსაც ძალიან გვიყვარს დომინო.


სამაგიდო თამაშების მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ სამაგიდო გრანპრი კიდევ ხუთი კვირა გრძელდება და გაქვთ შანსი მოიგოთ ფულადი პრიზები ან 2017 წლის Toyota RAV4. გათამაშების  ნახვა შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, adjaranet.com-ზე ან სეტანტა ჯორჯიას პირდაპირ ეთერში.


 



"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

ბარსელონის ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი წაუყენეს.

"ლეიბორისტულ პარტიას" სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ბარსელონის ტერაქტში 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

სემეკმა „თელასის“ სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

სემეკში შალვა ნათელაშვილის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სემეკში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა, "თელასის" სატარიფო განაცხადების განხილვა გადაედო.