კატეგორიები

დეკანოზის ადვოკატისთვის უცნობია, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემდეგ პროცესს დაესწრება თუ არა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემდეგ პროცესზე იქნება თუ არა, უცნობია. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ინტერნესების დამცველმა აღნიშნა, რომ დღევადელი სასამართლო სხდომა უსამართლოდ მიმდინარეობდა, რამაც დაცვის მხარისა და ბრალდებულის პროტესტი გამოიწვია.

"დეკანოზი შემდეგ პროცესზე დაბრუნდება თუ არა, არ ვიცი. ჩვენ უფლება არ გვქონდა, დავრჩენილიყავით. ეს პროტესტი გამოწვეული იყო იმ უკანონობით, რაც ხდებოდა პროცესზე. მამალაძე ვერ გატეხეს იმ მუქარით, რომელიც პირად ცხოვრებას შეეხებოდა და ვერც ბრალის დამძიმებით, ახლა ერთადერთი გზა დარჩათ, დახურონ პროცესი, რათა გამოიტანონ სასურველი განაჩენი", - განაცხადა ფაცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გიორგი ფანცულაიამ და მიხეილ რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნა გაიზიარეს და სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დეკანოზის ადვოკატების თქმით, საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადება ბრალდებულისთვის მისი სურვილის წინააღმდეგ სახაზინო ადვოკატის დანიშვნას სამართლებრივი სარჩული არ აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა დახურა, რის გამოც დეკანოზი გიორგი მამალაძემ დარბაზი დატოვა.

მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

დეკანოზის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში, საოპერაციოდ ამზადებდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დეკანოზს გერმანიაში გამგზავრება სურდა, გამგზავრებამდე ირაკლი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი "სარგებელს" სთავაზობდა. პროკურატურამ ჩანაწერების ავთენტურობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადასტურა.

გარდა ამისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

მოგვიანებით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმა.

"გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- აღნიშნულია ბრალდებაში.

ბრალდებულს ამ დრომდე გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული პროკურატურასთან, რის გამოც დეკანოზის პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობია.



"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

ბარსელონის ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი წაუყენეს.

"ლეიბორისტულ პარტიას" სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ბარსელონის ტერაქტში 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

სემეკმა „თელასის“ სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

სემეკში შალვა ნათელაშვილის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სემეკში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა, "თელასის" სატარიფო განაცხადების განხილვა გადაედო.