“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს:

18 მაისიდან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, "რუსთავის წყალთან" და მცხეთის წყალთან" ერთად, მთელი წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს 2 ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის, 2 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის,  1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის, 2 ბავშვთა დღის ცენტრის, 1 მოხუცთა თავშესაფრის და 1 მოხუცთა უფასო სასადილოს წყალმომარაგების გადასახადს. კომპანია გრძნობს პასუხისმგებლობას და ზრუნავს საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე.


აღნიშნულიდან 5 დაწესებულება გაერთიანებულია კოალიციაში, „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, რომელთანაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით  ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესება.


“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კამპანია #დაზოგეწყალი ყველაზე მნიშვნელოვან, ფინალურ ეტაპს უახლოვდება. 15 მაისს,  პროექტის მონაწილე გუნდებმა საინფორმაციო კამპანიის შუალედური ანგარიშები წარადგინეს.  გუნდის კაპიტნების პრეზენტაციებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ უმასპინძლა.


შუალედურ ანგარიშში, გუნდებმა #gwpოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეაჯამეს.  მოსწავლეებმა 3 კვირის განმავლობაში  სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. #gwpოლიმპიადის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება და „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.


მიმდინარე კვირის მანძილზე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში აქტიურად აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.


დღეს, კომპანიამ ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. წყალსადენის ქსელის 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის  მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის, 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.


სამგორის რაიონში, ორხევში, სააკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.


ვაკის რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა -  წყალსადენის ქსელის  720 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე წყნეთში, სოხუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა  - წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.


ისნის რაიონში, ჭრელაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  - წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.


მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, 26 მაისის  ჩიხებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 780 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.  


ჩუღურეთის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 600 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.


2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს. წყალმომარაგების 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება.


ზაზა სოფრომაძე: ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია

ბათუმში მომხდარ ხანძარს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე გამოეხმაურა. მან არ გამორიცხა, რომ "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.

პრეზიდენტი - შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შს მინისტრი: სასტუმროში სახანძრო ნორმები დარღვეული იყო

შს მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში მომხდარ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო. მინისტრი საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

შსს ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

პრემიერი შემთხვევის ადგილზე იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო, ბრიუსელიდან, თბილისის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმში დაჯდა

საქარველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

სასტუმროდან 120 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

სასტუმრო "ლეო გრანდიდან", სადაც ხანძარი გაჩნდა, 120 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რამდენიმე თვის წინ "ლეო გრანდი" ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის უქონლობის გამო დააჯარიმეს

ვრცელდება ინფორმაცია რომ ტურიზმის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ სასტუმრო "ლეო გრანდი" ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობის გამო დააჯარიმა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ხანძრის დროს სასტუმროში "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ - ყველა უსაფრთხოდაა

ბათუმში, "ლეო გრანდში" "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ. ისინი უვნებლად არიან და მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

შსს: სასტუმრო "ლეო გრანდში" გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 12 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო, მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა. სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულ არცერთ ადამიანს დამწვრობა არ აღენიშნება. ისინი საავადმყოფოში საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს.

"ლეო გრანდიდან" დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ

"ლეოგრანდიდან" დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ - ინფორმაციას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ავრცელებს.

სამი მეხანძრე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძართან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ბათუმში სასტუმროში ხანძრის შედეგად მეხანძრე დაშავდა

ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

აჭარაში 12 ათასი აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი

შეზღუდვა გაზმომარაგებაში. ბუნებრივი აირი აჭარის რეგიონში 12 ათას აბონენტს არ მიეწოდება.

ქედაში სამ დაკარგულ კაცს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტში გამგეობა სამ მამაკაცს ეძებს, რომლებიც ახლობლები ინფორმაციით საზაფხულო სახლში გუშინ წავიდნენ, დღეს დილიდან კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.